მთავარიპოლიტიკა

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისია სომხეთში დააკვირდება ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია, საბერძნეთის წარმომადგენელ გეორგიოს კატრუგალოსის მეთაურობით, ეწვევა სომხეთში 20 ივნისის რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დასაკვირვებლად ეუთოს საპარლამენტო ასამბლეასთან და ეუთო / დემოკრატიული დაწესებულებებისა და ადამიანის უფლებათა ოფისთან ერთად. ამის შესახებ იუწყება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ოფიციალური ვებგვერდი.

არჩევნებამდე 20 წევრისგან შემდგარი დელეგაცია სომხეთში შეხვდება პოლიტიკური პარტიებისა და ბლოკების წევრებს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, სამოქალაქო საზოგადოების წევრებსა და მედიის წარმომადგენლებს.

ვიზიტის განმავლობაში დელეგაციას საკანონმდებლო რჩევებს მისცემს ვენეციის კომისიის წევრი.

არჩევნებზე დაკვირვების შემდეგ, 21 ივნისს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია ერევანში პრესკონფერენციას გამართავს.

ნახეთ მეტი
Back to top button