საზოგადოება

ვითვალისწინებთ კომენდანტის მოხსნის საჭიროებას, გადაწყვეტილება საბჭოს ფორმატში მიიღება – ტიკარაძე

,,მთავარი არხი” წერს, “ჩვენ ვითვალისწინებთ, რომ განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში ყველაზე მნიშვნელოვან საჭიროებას წარმოადგენს მოქალაქეებისთვის გადაადგილებაზე შეზღუდვის მოხსნა და ეკონომიკური საქმიანობისთვის ეს არის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ მსგავსი გადაწყვეტილებები მიიღება საბჭოს ფორმატში.

ეპიდვითარება საქართველოში საყურადღებოა, აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, საზოგადოების მობილიზაცია და ყურადღება გამახვილდეს იმ ყველა ღონისძიების დაცვაზე, რომელიც მოწოდებულია დაავადებათა კონტროლის მხრიდან”.

თქვა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ნახეთ მეტი
Back to top button