მთავარისაზოგადოება

საქართველოში მყოფი უცხოელები ვაქცინაციას იღებენ სომხეთში

ამ დღეებში  ბევრი უცხოელი ჩამოდის სომხეთში საქართველოდან ვაქცინაციის მიზნით. ვაქცინაციის შესაძლებლობა აქვთ მხოლოდ მათ, ვისაც აქვს ქვეყანაში ცხოვრების უფლება. სომხეთის ჯანდაცვის სამინისტრომ “რადიოლურს” განუცხადა, რომ “ცალკე სტატისტიკური მონაცემები არ კეთდება, მაგრამ სომხეთში აქტიურად მიმდინარეობს  უცხოელების ვაქცინაცია”.

სომხეთთან საზღვრის გახსნის პარალელურად, ბევრმა უცხოელმა საქართველოდან  დაიწყო სომხეთში ვაქცინაციისთვის ჩამოსვლა.  როგორც „ფეისბუქის“ ჩანაწერებიდან ვგებულობთ გერმანელმა დომინიკმა პირველი დოზა უკვე მიიღო ერევანში:

”ივნისის დასაწყისში, როდესაც საზღვარი გაიხსნა, ერევანში ვაქცინის პირველი დოზა მივიღე. უკვე სამი წელია თბილისში ვცხოვრობ, სადაც ვაქცინაცია ვერ მოვახერხე, რადგან ბინადრობის ნებართვა არ მქონდა. სომხეთი ამ ეტაპზე საუკეთესო ვარიანტი იყო ჩემთვის. ვაქცინაციის მთელ  პროცესს  ჩრდილოეთის  გამზირზე ერთი საათი დასჭირდა, მადლობა მინდა ვუთხრა სომხეთს“.

კორეის მოქალაქე დამინ შინი ამბობს, რომ ის პირველად იყო სომხეთში ”გუშინ ერევანში ვაქცინაცია გავიკეთ, ცოცხალი ვარ, დღეს ვბრუნდები თბილისში. ამავე დროს ერევანი ვნახე, ცენტრში დავდიოდი, მე ნამდვილად კარგი შთაბეჭდილებებით ვბრუნდები სომხეთიდან“.

სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს სპიკერმა ჰრიფსიმე ხაჩატრიანმა “რადიოლურს” განუცხადა, რომ სომხეთში უცხოელები აქტიურად იცრებიან, ცალკე სტატისტიკა ამ საკითხთან დაკავშირებით არ კეთდება.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ამჟამად განიხილება საქართველოში უცხოელების ვაქცინაციის დაშვებულობის საკითხი.

საქართველო აფართოებს ვაქცინაციის პროცესს.

ივლისში დაგეგმილია მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაციის დაწყება. უახლოეს მომავალში მოსალოდნელია Covid-19 ვაქცინის 3,6 მილიონზე მეტი დოზის მიღება. სამუშაოები მიმდინარეობს ქვეყნის მასშტაბით ახალი ვაქცინაციის ცენტრების გახსნის მიზნით, რაც საშუალებას მისცემს მოქალაქეებს ვაქცინაცია  გაიარონ რეგისტრაციის გარეშე.

აქამდე ვაქცინაციის პროცესი ტარდებოდა მხოლოდ მრავალპროფილურ კლინიკებში, შეზღუდული ადგილებით.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის თქმით, ეპიდემიის დასაძლევად ზრდასრული მოსახლეობის 70% უნდა ჩაუტარდეს ვაქცინაცია

”უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ივლისში ქვეყანას ექნება დაახლოებით ერთი მილიონი სხვადასხვა ტიპის ვაქცინა. ჩვენ უკვე მზად ვართ მასობრივი ვაქცინაციისთვის, ივლისიდან ყოველდღიურად მოხდება 20-25 ათასი ვაქცინაცია“.

ქვეყნის მთავარი ინფექციონისტის თქმით, აღნიშნა, რომ ბოლო გამოკითხვების თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 50% -ს ვაქცინაცია სურს, 20% -ს ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია.

დღეისათვის საქართველოში ვაქცინირებულია 216 742 მოქალაქე ბრიტანულ-შვედური AstraZeneca, გერმანულ-ამერიკული Pfizer, ჩინური Snopharm და Sinovac ვაქცინებით.

ვაქცინების უმეტესი ნაწილი, რომლებიც ქვეყანაში შემოვა  უახლოეს მომავალში, არის ამერიკული წარმოების: Pfizer, Jonson & Jonson და Novovax.

ამიერიდან, 18 წელს გადაცილებულ ყველა მოქალაქეს შეუძლია აიცრას  ქვეყანაში ყველა სახის ვაქცინით, გარდა AstraZeneca ვაქცინისა.

საქართველო იმედოვნებს, რომ წლის ბოლომდე გადალახავს ეპიდემიას.

ავტორი: გიტა ელიბეკიანი

ნახეთ მეტი
Back to top button