მთავარიპოლიტიკა

სომხეთი და საქართველო უნდა გამოვიდნენ თავიანთი ეროვნული ინტერესებიდან. პოლიტოლოგი

სომეხი სამხედრო ტყვეები ამ დღეებში გაათავისუფლეს შეერთებული შტატებისა და საქართველოს შუამავლობით და ძალისხმევით. რა შეიძლება გააკეთოს ამ თვალსაზრისით საქართველომ უახლოეს მომავალში? ამ და მთელ რიგ სხვა თემებზე Lragir.am ესაუბრა თბილისის შავი ზღვის პრესის სააგენტოს მთავარ რედაქტორს, პოლიტოლოგ გელა ვასაძეს.

პოლიტოლოგმა დადებითად შეაფასა სომეხი ტყვეების დაბრუნება, მეორე მხრივ, მისი აზრით, დანაღმული ტერიტორიების რუქები მრავალი ადამიანის სიცოცხლეს გადაარჩენს.

კითხვაზე თუ რა შეიძლება შეცვალოს თბილისის შუამავლობამ, გელა ვასაძის აზრით, ჯერ არ ღირს შორს მიმავალი დასკვნების გაკეთება.

”ასეა თუ ისე, თბილისის ფორმატი არსებობს, რაც ყველაზე მთავარია და ამ ფორმატის ფარგლებში, ისინი გლობალური გეოპოლიტიკური პრობლემების გადაჭრას კი არ შეეცდებიან, არამედ კონკრეტული საკითხების, რომლებიც კონკრეტულ ადამიანებს ეხებათ”, – აღნიშნა პოლიტოლოგმა.

რაც შეეხება სომხეთ-საქართველოს ურთიერთობების განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლის შესაძლებლობას, გელა ვასაძემ აღნიშნა, რომ ამ ფორმატის ფარგლებში უკვე შეგვიძლია ვისაუბროთ საქართველო-სომხეთი-აზერბაიჯანის სამმხრივ ურთიერთობებზე.

,,გაითვალისწინეთ, რომ ეს არ ყოფილა 100 წელზე მეტი ხნის განმავლობაში – 1918 წლის მაისიდან. მესმის, რომ ეს უზომოდ ოპტიმისტურად ჟღერს, მაგრამ ამაზე საუბრის დაწყება შეიძლება და საჭიროა. სომხეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობა კვლავ კეთილმეზობლურია და მათ გაღრმავებას არაფერი უშლის ხელს.  აქაც საჭიროა მცირე, მაგრამ კონკრეტული ნაბიჯები, რაც გააუმჯობესებს ხალხის ცხოვრებას როგორც სომხეთში, ასევე საქართველოში”, – აღნიშნა ვასაძემ.

ნახეთ მეტი
Back to top button