მთავარიპოლიტიკა

სომხეთი მოწოდებულია შეასრულოს სამმხრივი განცხადების ვალდებულებები. ფაშინიანი

სომხეთი ერთგულია ყველა იმ საერთაშორისო ვალდებულების შესრულების, რომელიც იკისრა  9 ნოემბრის განცხადებით, აზერბაიჯანისგან განსხვავებით, რომელმაც დღემდე მთლიანად არ დააბრუნა ჩვენი ტყვეები. ამის შესახებ სიუნიქის რეგიონში, კაპანში, “სამოქალაქო ხელშეკრულების” პარტიის დასკვნით მიტინგზე განაცხადა “სამოქალაქო ხელშეკრულების” პარტიის ლიდერმა, პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ნიკოლ ფაშინიანმა.

გაიხსენა რა, რომ მას ამ განცხადებაზე ხელის მოწერის გამო მოედნებზე  უწოდებდნენ მოღალატეს, მან აღნიშნა: ”არავინ ამბობს, რომ მოვალ და ამ განცხადებას გავაუქმებ. თქვენ ხართ ორმაგი მოღალატე, თუ ამბობთ, რომ ეს ღალატია, და მოდიხართ მის  დასაცავად”.

ფაშინიანმა მოუწოდა ყურადღება არ დაუთმონ რაიმე სახის მანიპულირებას, მათ შორის აზერბაიჯანულს. ”განცხადებაში არც მეღრი, არც ზანგეზური და არც დერეფანი არ არის ნახსენები”, – თქვა ფაშინიანმა და აღნიშნა, რომ დოკუმენტზე კომენტარი გაკეთდა მოსკოვში 11 იანვრის სამმხრივ განცხადებაში.

”ჩვენ ზოგადად მხარს ვუჭერთ რეგიონში საკომუნიკაციო მარშრუტების გახსნას, რადგან რამდენადაც ეს სჭირდება აზერბაიჯანს, ამდენად გვჭირდება ჩვენც”, – თქვა მან და აღნიშნა, რომ ისინი უზრუნველყოფენ ქვეყნის უსაფრთხოებასა და დაცვას.

ნახეთ მეტი
Back to top button