მთავარისაზოგადოება

სომხეთში პრემიერ-მინისტრის 25 კანდიდატიდან ექვსის მიმართ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული

20 ივნისის არჩევნები სომხეთის საარჩევნო ისტორიაში დარჩება არა მხოლოდ როგორც არჩევნები ყველაზე მეტიმონაწილით, ყველაზე არაპროგნოზირებადი შედეგით, ყველაზე ცხელი საარჩევნო კამპანიით, არამედ როგორც არჩევნები, რომლებსაც ყველაზე მეტი კავშირი აქვთ სისხლის სამართლის საქმეებთან.

არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური ძალების სიებში ბევრი კანდიდატია, რომლებიც სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეებში მონაწილეობენ. უფრო მეტიც, პრემიერ მინისტრობის კანდიდატებიდან  6  არიან პრემიერ მინისტრობის კანდიდატებად დასახელებულნი.

ქოჩარიანი, ვანეციანი, წარუკიანი, სანასარიანი, ბაბაიანი და ვარდანიანი 20 ივნისის ვადამდელ არჩევნებში მონაწილე 25 ძალის საარჩევნო სიიდან  ექვსს ხელმძღვანელობენ სისხლის სამართლის საქმეებში მონაწილე პოლიტიკოსები.

ბრალდებები განსხვავებულია, ისევე როგორც საქმეების მსვლელობა და შედეგები. მთავარი საკითხი კი ის არის, რომ სასამართლო განხილვები თითქმის ყველა შემთხვევაში გრძელდება, ჯერჯერობით განაჩენები არ არის გამოქვეყნებული.

გამონაკლისს წარმოადგენს “ეროვნულ-დემოკრატიული პოლუსი”. ეს პოლიტიკური ძალა შეიქმნა პარტიის “სასნა წრერის” ბაზაზე. სიაში მეორე ვარუჟან ავეტისანს  და მეხუთე არეგ კიურეღიანს თებერვალში მიუსაჯეს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, სახელმწიფო დაცვის პოლკზე თავდასხმისათვის. მათმა გაასაჩივრეს სსამართლოს გადაწყვეტილება,   რომელიც მათ საშუალებას აძლევს მონაწილეობა მიიღონ საარჩევნო კამპანიაში.

სიებიდან ექვსში  პრემიერ-მინისტრობის კანდიდატებად დასახელებულები სამართლის საქმით  გადიან.

საარჩევნო ბიულეტენი 24.   ბლოკ  “სომხეთის”  ლიდერს, რობერტ ქოჩარიანს ბრალი წაუყენეს “1 მარტის” საქმეზე ხელისუფლების შეცვლისთანავე, 2018 წლის ივლისში. მეორე პრეზიდენტს დაადანაშაულეს კონსტიტუციური წესრიგის დარღვევაში. 2021 წლის მარტში საკონსტიტუციო სასამართლომ მუხლი არაკონსტიტუციურად ცნო. მეორე პრეზიდენტი გამართლდა 1 მარტის საქმეზე, მაგრამ ბრალი ედება  სხვა საქმით,  ქრთამის აღებაში.

საარჩევნო ბიულეტენი 14.  პარტია „აღორძინებული სომხეთის“  ლიდერს გაგიკ წარუკიანს ადანაშაულებენ საარჩევნო ქრთამის მიცემაში. გენერალური პროკურატურის მიერ ერთი წლის წინ წარმოდგენილი ფაქტები ეხებოდა ეროვნული ასამბლეის 2017 წლის ანგარიშს. ეროვნული ასამბლეა ზუსტად ერთი წლის წინ, ზუსტად ამ დღეს, დათანხმდა წარუკიანის ბრალის წაყენებისა და თავისუფლების აღკვეთის შუამდგომლობებს. წარუკიანი ციხეში დაახლოებით ერთი თვე დარჩა, ის ომის დროს 100 მილიონი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

საარჩევნო ბიულეტები 6.  არტურ ვანეციანის სახელზე, რომელიც ხელმძღვანელობს ბლოკის “მე პატივი მაქვს” სიას, არის ორი სისხლის სამართლის საქმე, ერთი უკვე შეწყდა, მეორეზე კი გამოძიება მიმდინარეობს. ეროვნული უსაფრთხოების სამსახური განაგრძობს ნიკოლ ფაშინიანის მკვლელობის მცდელობის ფაქტზე აღძრული სისხლის სამართლის საქმის წინასწარ გამოძიებას.

საარჩევნო ბიულეტენი 26.  წინათაგან განსხვავებით, “სუვერენული სომხეთის” კანდიდატი არ არის ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენელი. დავით სანასარიანი ხავერდოვანი რევოლუციის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა იყო. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ იგი გახდა სახელმწიფო კონტროლის სამსახურის უფროსი. ერთი წელიც არ გასულა, იგი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში დაადანაშაულეს. სანასარიანმა თავი დამნაშავედ არ ცნო. საქმე სასამართლო განხილვის ეტაპზეა.

საარჩევნო ბიულეტენი 21.  სამველ ბაბაიანი, რომელიც ხელმძღვანელობს პარტია “ლიბერალურის” სიას, ომის დაწყებამდე იკავებდა არცახის  უსაფრთხოების საბჭოს მდივნის პოსტს. ომის შემდეგ, ბაბაიანი გადადგა. არცახის  თავდაცვის არმიის ყოფილ მეთაურს 2017 წელს ბრალი წაუყენეს “იგლას” საქმეზე. საერთო იურისდიქციის სასამართლომ მას 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. საქმემ ყველა სასამართლო გაიარა, საკასაციომ იგი გაგზავნა უმაღლესი  იურისდიქციის სასამართლოში თავიდან განსახილველად.

საარჩევნო ბიულეტენი 8.  არტურ ვარდანიანი, რომელიც ხელმძღვანელობს „პან-სომხეთის ეროვნული სახელმწიფო პარტიის“  სიას, საზოგადოებისთვის ცნობილია სკანდალური “ბანდის” საქმით.  ის 2015 წელს იყო “განეიტრალებული” შეიარაღებული ჯგუფის მეთაური. ცხრა კაციან ჯგუფს ბრალი დასდეს იარაღის უკანონო შენახვასა და ძალაუფლების ხელში ჩაგდების მცდელობაში. საქმე სასამართლო განხილვის ეტაპზეა.

სისხლის სამართლის საქმეთა ჩამონათვალი ამით არ შემოიფარგლება. სისხლის სამართლის საქმეები აღძრულია არა მხოლოდ სიების ლიდერებზე, არამედ მათ  სხვადასხვა კანდიდატებზეც.

ნახეთ მეტი
Back to top button