მთავარიპოლიტიკა

სომხეთში წინასაარჩევნო პროცესი ნორმალურად მიმდინარეობს. დსთ-ს მონიტორინგის ჯგუფის ხელმძღვანელი

სომხეთში წინასაარჩევნო პროცესი ამ ეტაპზე ნორმალურად მიმდინარეობს. ამის შესახებ ჟურნალისტებთან ბრიფინგზე განაცხადა დსთ-ს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ილჰომ ნემატოვმა და დასძინა, რომ დსთ-ს დამკვირვებლებს ამჟამად რაიმე საჩივარი არ მიუღიათ.

”ჩვენმა დამკვირვებლებმა განიხილეს პოლიტიკური ძალების შტაბებში არსებული ინფორმაცია. ამ ეტაპზე ჯერ გადმოსაცემი რაიმე ინფორმაცია არ არსებობს”, – აღნიშნა მან.

ნემატოვმა აცნობა ისიც, რომ არჩევნების დღეს, 20 ივნისს, დსთ-ს დამკვირვებლები იმუშავებენ უბნების გახსნიდან 08:00 საათიდან დაწყებული. სადამკვირვებლო ჯგუფის წევრთა უმეტესობა არჩევნების დღეს ერევანში იმუშავებს, დანარჩენები კი რეგიონებში გაემგზავრებიან.

ნახეთ მეტი
Back to top button