მთავარიპოლიტიკა

სრ საარჩევნო კოდექსი შეესაბამება საერთაშორისო ნორმებს. დსთ-ს მონიტორინგის ჯგუფის ხელმძღვანელი

სომხეთის საარჩევნო კოდექსი აკმაყოფილებს ყველა საერთაშორისო სტანდარტს. ამის შესახებ ცესკოში ჟურნალისტებთან ბრიფინგზე განაცხადა დსთ-ს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ილჰომ ნემატოვმა.

”ახალი საარჩევნო კოდექსი, რომელიც 2015 წლის შემდეგ შეიცვალა, სრულად შეესაბამება საერთაშორისო სამართლის ყველა დემოკრატიულ სტანდარტს. ის აძლევს ამომრჩეველს ნების თავისუფლად გამოხატვის უფლებას”, – აღნიშნა მან.

ნემატოვმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ შედარებით მოკლე დროში სრ ცესკომ მოახერხა არჩევნების მომზადების მასშტაბური სამუშაოების ჩატარება არჩევნების ნორმალური მიმდინარეობის უზრუნველსაყოფად.

აღსანიშნავია, რომ დსთ-ს დამკვირვებლები სომხეთში ჩამოვიდნენ ცესკოს მოწვევით 31 მაისს, რათა დააკვირდნენ სომხეთის რესპუბლიკის რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს. ჯგუფის ხელმძღვანელი კი, 16 ივნისს ჩამოვიდა. მას შეხვედრა ჰქონდა სომხეთის რესპუბლიკის ცესკოს თავმჯდომარესთან ტიგრან მუკუჩიანთან, რომლის დროსაც, მისივე თქმით, მუკუჩიანმა მას წარუდგინა შესრულებული სამუშაო და გააცნო სომხეთის საარჩევნო უფლების ნორმები.

ნახეთ მეტი
Back to top button