მთავარიპოლიტიკა

შუშის დეკლარაცია. ახალი სტატუს ქვო რეგიონში

სამხრეთ კავკასიის მშვიდობის რეგიონად გადაქცევა სურთ ორი ქვეყნის ლიდერებს, რომლებმაც ცოტა ხნის წინ ის ომის სცენად გახადეს. ერდოღანის განცხადებით, რომელმაც გუშინ ხელი მოაწერა “შუშის დეკლარაციას”, ამ მიზანს ისახავს რუსეთიც. პოლიტოლოგ რობერტ ღევონდიანის აზრით, შექმნილ ვითარებაში სომხეთს შეიძლება აიძულონ მშვიდობიანი მეზობლობაც კი, თუ ეს შედის რუსეთისა და თურქეთის ინტერესებში.

”ამ მომენტში რეგიონში მშვიდობა სომხეთსაც სჭირდება, რადგან ჩვენ არ გვაქვს მშვიდობის დარღვევის რესურსი, მაგრამ სამშვიდობო საფასური ისეთი უნდა იყოს, რომ სომხეთს გარკვეული დროის შემდეგ გონს მოსვლის შესაძლებლობა მაინც ჰქონდეს. ”აქაც არის გასაკეთებელი. მნიშვნელოვანია სომხეთის მხრიდან სხვა მოთამაშეების  ჩართვა პროცესში და მათი მეშვეობით სომხეთის წინააღმდეგ რუსეთ-თურქეთის შეთანხმების  მოქმედების სტილის სხვა მხარეზე მიმართვა”, – აღნიშნა ღევონდიანმა.

რეგიონში მშვიდობისა და თანამშრომლობის იდეა შესაძლებელია, მაგრამ ეს გზა შეიძლება დამანგრეველი იყოს ჩვენთვის, ფიქრობს თურქოლოგი რუბენ საფრასტიანი. მისი თქმით, ეს შესაძლებელი იქნება მხოლოდ თურქეთ-აზერბაიჯანის ექსპანსიონისტური პოლიტიკის შეწყვეტის შემთხვევაში.

“შუშის დეკლარაციით” თურქეთი და აზერბაიჯანი ცდილობენ 44-დღიანი ომის შედეგების კონსოლიდაციას. პოლიტოლოგი რობერტ ღევონდიანი შემთხვევითად არ მიიჩნევს მინიშნებას ყარსის შეთანხმებაზე, რომელიც აჩვენებს, რომ ეს დათქმა გაკეთებულია რუსეთთან ურთიერთშეთანხმების საფუძველზე. თურქეთ-აზერბაიჯანული ტანდემი დეკლარაციით ცდილობს აჩვენოს მსოფლიოს, რომ რეგიონში არის ახალი სტატუს კვო, რომელიც ჩამოყალიბდა ძირითად მოთამაშეთა მიდგომების საფუძველზე, ამბობს პოლიტოლოგი რობერტ ღევონდიანი.

”ეს აგრეთვე არის სიგნალი გარესამყაროსთვის თურქეთის, აზერბაიჯანის და რუსეთის მხრიდან, მისი დუმილით, რომ რეგიონში უკვე შეიქმნა გარკვეული სტატუს კვო, და მისი შეცვლა მხოლოდ რეგიონის მთავარ მოთამაშეთა ნებით შეიძლება, ხოლო სხვა მოთამაშეებმა, რომელთა მონაწილეობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს სტატუს კვოზე, ვალდებულნი არიან გაითვალისწინონ რეგიონის მთავარ მოთამაშეთა ნება. ეს სრულიად ეწინააღმდეგება სომხეთის ინტერესებს, სომხეთის თვალსაზრისს და სომხეთი უბრალოდ ვალდებულია იმოქმედოს იმისთვის, რომ ამ თამაშში საკუთარი ინტერესების ჩართვის საფუძველი შექმნას განსაზღვრული დროის შემდეგ, რადგან ამ მომენტში, სამწუხაროდ, ჩვენ ასეთი შესაძლებლობა არ გავაქვს”, – ამბობს ღევონდიანი.

თურქეთი რეგიონში თავისი გავლენის სფეროს გაფართოების პროცესს იწყებს. რობერტ ღევონდიანი ადგილის შერჩევასაც კი შემთხვევითად არ მიიჩნევს, ხოლო თურქოლოგ რუბენ საფრასტიანის აზრით, ეს არჩევნები არის შუშის სიმბოლოდ გადაქცევის მცდელობა.

“შუშის დეკლარაცია” ისტორიულია, იწერება ახალი გვერდი კავკასიის ისტორიაში. ეს არის თურქული მხარის ძირითადი ხაზგასმა. თურქოლოგი რუბენ საფრასტიანი ამბობს, რომ ის იძულებულია დაეთანხმოს თურქ პოლიტიკოსებს.

”მე ვეთანხმები ამ მოსაზრებას, ეს არის ახალი გვერდი, და ამ ახალ გვერდს ხსნის თურქეთი თურქულ-აზერბაიჯანული ტანდემის აგრესიის შედეგად. მეორე მხრივ, ახალი გვერდის გახსნა არა მხოლოდ თურქეთის უზენაესობის ახალი გვერდია, არამედ სამხრეთ კავკასიის, სომეხი ხალხის, სომხეთის, არცახის, შუშის ისტორიის თურქული თვალსაზრისით გადმოწერა”,- ამბობს საფრასტიანი.

აზერბაიჯანისა და თურქეთის პრეზიდენტების ვიზიტი არცახის ისტორიულ დედაქალაქ შუშიში, რომელიც განადგურდა თურქეთისა და აზერბაიჯანის მიერ 1920 და 2020 წლებში, არის საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევის, გენოციდური და ტერორისტული პოლიტიკის აშკარა გამოვლენა, განაცხადა არცახის საგარეო საქმეთა სამინისტრომ. მან ხაზი გაუსვა, რომ შუასაუკუნეების დაპყრობლური პოლიტიკის განდიდება სერიოზული საფრთხეა რეგიონული უსაფრთხოებისათვის, დარტყმა ყველა იმ ორგანიზაციისა და სტრუქტურის რეპუტაციაზე, რომლის წევრიც არის თურქეთი.

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო თურქეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტების ერთობლივი ვიზიტი შუშიში. პოლიტოლოგების აზრით, სომხეთისა და არცახის საგარეო საქმეთა სამინისტროების განცხადებებიდან ჩანს, რომ სომხეთი ცდილობს გადადგას ნაბიჯები საკუთარი ინტერესების დასაცავად და ამ მხრივ გაკეთებული ხაზგასმები მიზნობრივია.

ნახეთ მეტი
Back to top button