
სომხეთის ადამიანის უფლებათა დამცველმა არმან თათოიანმა წერილით მიმართა პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს ნიკოლ ფაშინიანს, რომელშიც ლაპარაკია ევროპულ სასამართლოში სახელმწიფო გადაუდებელი საჩივრის შეტანის საკითხზე სომხეთის ტერიტორიიდან ზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების დაუყოვნებლივ განდევნასა და უსაფრთხოების ზოლის შექმნაზე. ამის შესახებ არმან თათოიანმა Facebook- ის საკუთარ გვერდზე განთავსებულ პოსტში განაცხადა.
”დღეს, სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლისადმი გაგზავნილ წერილით მე დავსვი საკითხი ევროპულ სასამართლოში გადაუდებელი სახელმწიფოთაშორისი საჩივრის შეტანის თაობაზე, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების სომხეთის ტერიტორიიდან დაუყოვნებლივ განდევნასა და უსაფრთხოების ზოლის შექმნაზე.
წერილში აღვნიშნე, რომ ადამიანის უფლებათა დამცველი მთავრობას მიაწოდებს შეგროვებულ მტკიცებულებებს, რომლებიც დაადასტურებს ევროკონვენციის დარღვევებს, დაამტკიცებს უსაფრთხოების ზონის შექმნის გადაუდებელ საჭიროებას.