მთავარისპორტი

ჭადრაკში მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონმა ნონა გაფრინდაშვილმა 80 წლის იუბილეზე მესისგან საჩუქარი მიიღო (ფოტო)

ქალთა ჭადრაკში  მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონმა  ნონა გაფრინდაშვილმა  80 წლის იუბილეზე ბარსელონას არგენტინელი ფორვარდის მესისგან საჩუქარი მიიღო,  იუწყება საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრესსამსახური.

”ეს საჩუქარი მოულოდნელი იყო.  “ბარსელონას” მაისურზე წერია “ნონა, გილოცავ დაბადების დღეს.  ლეო მესი“. ამ მაისურს ჩემს მუზეუმში განსაკუთრებულ ადგილს მივუჩენთ”, – თქვა გაფრინდაშვილმა.

ის “ბარსელონას” და მესის დიდი ხნის გულშემატკივარია. გაფრინდაშვილი პირველი ქალი მოჭადრაკეა, ვისაც ვაჟთა საერთაშორისო დიდოსტატის წოდება მიენიჭა.

ნახეთ მეტი
Back to top button