გუშინ ნიდერლანდების პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში ფართო დებატების შედეგად, დღევანდელ პლენარულ სხდომაზე პარლამენტმა ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით (147 ხმით 3-ს წინააღმდეგ) მიღებული იქნა დადგენილება სომეხი სამხედრო ტყვეების და მშვიდობიანი მოსახლეობის განთავისუფლების შესახებ .
როგორც ნიდერლანდებში სომხეთის რესპუბლიკის საელჩო იუწყება, რეზოლუციაში განსაკუთრებით ნათქვამია:
”რადგან რუსეთის შუამდგომლობით სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ხელი მოეწერა ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებას, რაც მოიცავს ტყვეთა , მძევალთა, სხვა დაკავებულთა და დაღუპულთა ცხედრების გაცვლას,
რადგან ტყვეების მოპყრობის შესახებ ჟენევის კონვენციები (III) ავალდებულებს სომხეთს და აზერბაიჯანს გაათავისუფლოს ტყვეები საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ,
რადგან ამ ქვეყნებს აქვთ მოვალეობა პატივისცემით მოეპყრონ ტყვეებს, დაიცვან დაპატიმრებული მშვიდობიანი მოსახლეობა.
რადგან აზერბაიჯანს ჯერ არ გაუთავისუფლებია ყველა სომეხი ტყვე
მოუწოდებს მინისტრებს (ევროპულ) საბჭოში ზეწოლა მოახდინოს აზერბაიჯანზე სამხედრო ტყვეების და ყველა დაკავებული პირის სასწრაფოდ დაბრუნების მიმართულებით“.