მთავარიპოლიტიკა

სომხეთში საპარლამენტო არჩევნები ტარდება

სომხეთში დღეს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები ტარდება. საარჩევნო უბნები 08:00 საათზე გაიხსნა. ასევე მოხდა ელექტრონული კენჭისყრა, რომელიც 13 ივნისს დასრულდა. 650 ადამიანი შედის ამომრჩეველთა სიებში. არჩევნებში მონაწილეობს 25 პოლიტიკური ძალა: 21 პარტია და 4 ბლოკი. საარჩევნო უბანზე ამომრჩეველი მიიღებს ბიულეტენებს, რომლებიც შეესაბამება არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური ძალების რაოდენობას, აირჩევს მხოლოდ ერთ მათგანს, ათავსებს კონვერტში და აგდებს  საარჩევნო ყუთში. ამომრჩეველი ბიულეტენში კალმით აღნიშვნას არ აკეთებს.სომხეთში არჩევნების გასაშუქებლად აკრედიტირებული იქნა 49 უცხოური და 68 ადგილობრივი მედია საშუალება, სადამკვირვებლო მისიას ახორციელებს 8 საერთაშორისო და 19 ადგილობრივი ორგანიზაცია. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, სომხეთში ხმის მიცემის უფლება აქვს 2 მილიონ 583 ათას 823 ადამიანს. 38 საარჩევნო ოლქში გაიხსნება 2008 საარჩევნო უბანი.

ნახეთ მეტი
Back to top button