
სომხეთში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა რესპუბლიკის კანონმდებლობის შესაბამისად, განაცხადა დსთ-ს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ილჰომ ნემატოვმა.
”სომხეთში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები ორგანიზებულ იქნა და ჩატარდა სომხეთის რესპუბლიკის კონსტიტუციისა და საარჩევნო კოდექსის მოთხოვნების შესაბამისად. ისინი ჩატარდა მრავალპარტიული სისტემის საფუძველზე, იყო ღია და გამჭვირვალე. საარჩევნო კომისიამ უზრუნველყო ყველა საშუალება მოქალაქეთა თავისუფალი ნების უზრუნველსაყოფად. ”არჩევნები ჩატარდა ყველა დემოკრატიული სტანდარტის შესაბამისად”, – თქვა მან.
სომხეთის საპარლამენტო არჩევნებში დსთ-ს დამკვირვებლებს არ დაუფიქსირებიათ რაიმე დარღვევა, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს მათი ნების გამოვლენის შედეგებზე, განაცხადა დსთ-ს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა.