მთავარისაზოგადოება

დავით მანუჩაროვი – ბოლივუდის ვარსკვლავი საქართველოდან

,,მთავარი არხი” წერს, რომ ბოლივუდის ვარსკვლავი საქართველოდან – შეიძლება, ის აქ თბილისში ნანახიც კი გყავთ, შეილება ის თქვენ ვარჯიშში გეხმარებათ და არც კი იცით, რომ სახელგანთქმულ პიროვნებასთან გაქვთ ურთიერთობა. 

დავით მანუჩაროვი აქ, თავის სამშობლოში, რიგითი ფიტნეს-ინსტრუქტორია და სპორტულ დარბაზში ხალხს ავარჯიშებს. მაგრამ ინდოეთში მას მილიონები იცნობენ და იქ დაცვის და მომსახურე პერსონალის თანხლებით გადაადგილდება. 

დავითის ცხოვრება სრულიად მოულოდნელად იქცა ნამდვილ ზღაპრად – სახელმწიფო პროგრამის, “გადაიღე საქართველოში”-ს ფარგლებში მან ბოლივუდელ კინომწარმოებლებთან გაიარა კასტინგი და უცებ აღმოჩნდა ინდურ ეპიკურ ფილმში, მთავარ როლში ბოლივუდის კერპად აღიარებული მსახიობის გვერდით. 

ინდოელები მას აქაც, თბილისშიც ცნობენ და ავტოგრაფს ართმევენ, არ ჯერათ, რომ ის ასე ჩვეულებრივად დადის ქუჩაში. დღეიდან მას თქვენც უნდა იცნობდეთ – დავით მანუჩაროვი, ბოლივუდის ამომავალი ვარსკვლავი საქართველოდან.

ნახეთ მეტი
Back to top button