მთავარიპოლიტიკა

თბილისი მზად არის იმუშაოს ფორმატით საქართველო-აზერბაიჯანი-სომხეთი. ზალკალიანი

,,სპუტნიკი სომხეთი” წერს, რომ თბილისი მზად არის იმუშაოს საქართველო-აზერბაიჯანი-სომხეთი სამმხრივ ფორმატში გეოპოლიტიკური მნიშვნელობის მქონე ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად. ამის შესახებ განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა.

თურქეთში დიპლომატიურ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას ზალკალიანმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანი და თურქეთი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორები არიან. მან ასევე ხაზი გაუსვა სომხეთთან ისტორიულ-მეგობრულ კავშირებს.

”დღეს ჩვენს წინაშე მრავალი შესაძლებლობაა. ჩვენს ტერიტორიაზე გადის ნავთობ და გაზსადენები ”, – შეახსენა ზალკალიანმა.

მან ხაზი გაუსვა, რომ ეს თანამშრომლობის პრაქტიკული გამოვლინებაა. ზალკალიანმა აღნიშნა, რომ თბილისი მზად არის ითანამშრომლოს საქართველო-აზერბაიჯანი-სომხეთის ფორმატით, რეგიონული თანამშრომლობის თვალსაზრისით. მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ამ თანამშრომლობის განმტკიცება ქვეყნისთვის აბსოლუტური პრიორიტეტია.

ამ კონტექსტში, ზალკალიანმა მნიშვნელობა მიანიჭა კონკრეტული პროექტების განხორციელებას, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოებას და სატრანსპორტო კავშირებს კასპიისა და შავი ზღვის პოტენციალის გამოყენების თვალსაზრისით.

მან ხაზი გაუსვა, რომ სტაბილურობის გარეშე შეუძლებელია საუბარი განვითარებასა და კეთილდღეობაზე. მინისტრმა მხარეებს აქტიური მუშაობისკენ მოუწოდა, მიუხედავად მცირე რესურსისა.

ზალკალიანი ასევე შეეხო სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საქართველოს პრემიერ მინისტრის მხარდაჭერით მიღწეულ ჰუმანიტარულ შეთანხმებას.

ნახეთ მეტი
Back to top button