საზოგადოება
თურქეთში ურარტუსდროინდელი ციხე აღმოაჩინეს

აღმოსავლეთ ანატოლიაში გათხრების დროს, თურქმა არქეოლოგთა ჯგუფმა აღმოაჩინა ურარტუს პერიოდში აშენებული უძველესი ციხის ნანგრევები. ციხე მთაში მდებარეობს, მეცნიერები თვლიან, რომ შენობა დაახლოებით 2800 წლისაა. ამის შესახებ სააგენტო Anadolu იუწყება.
უძველესი ციხე ნაპოვნია ზღვის დონიდან 2.5 კმ-ზე. არქეოლოგიური გათხრების დროს გაიხსნა კულტურული ფენა კირქვის ბლოკებით აშენებული ძლიერი გამაგრების ნანგრევებით, წყალსაცავი ექვს მეტრზე მეტი მოცულობით, წყლის შეგროვებისთვის. გარდა ამისა, როგორც ასეთი ობიექტისათვის არის დამახასიათებელი, ნაპოვნი იქნა ჭურჭლის მრავალი ფრაგმენტი.
მეცნიერები თვლიან, რომ ციხე აშენებულია ურარტუს სამეფოსდროს, მაგრამ უფრო მეტად გამოიყენებოდა შუა საუკუნეებში.