მთავარიპოლიტიკა

კრემლი ხედავს არჩევნებში ფაშინიანის პარტიის დამაჯერებელ გამარჯვებას. პესკოვი

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ კრემლი თვალყურს ადევნებს არჩევნების სიტუაციას სომხეთში და სურს, რომ ხალხის გადაწყვეტილება დაეხმაროს ქვეყანას მდგრად განვითარებაში.

ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს TASS-ი.

”ჩვენ მივესალმებით სომხეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ეს არჩევნები შედგა. და, რა თქმა უნდა, ჩვენ ვხედავთ, რომ ფაშინიანის პარტიამ დამაჯერებლად მოიგო. ჩვენ ვულოცავთ სომეხ ხალხს არჩევანს. ”რა თქმა უნდა, გვსურს, რომ სომეხი ხალხის ამ არჩევნებმა ხელი შეუწყოს იმ სირთულეების გადალახვას, რომელსაც ახლა ქვეყანა აწყდება, განვითარების სტაბილურ ხაზში გასვლაზე”, – აღნიშნა პესკოვმა კითხვაზე – როგორ აფასებს მოსკოვი სომხეთში არჩევნების შედეგებს, და რა განწყობა აქვს ერევანთან ურთიერთთანამშრომლობის მხრივ, პასუხის გაცემისას.

ნახეთ მეტი
Back to top button