მთავარისაზოგადოება

“მეგობრობის” ხიდი – ძლიერი კავშირი სომხეთსა და საქართველოს შორის. პროექტი დაიწყო

აქტიური ტურისტული სეზონის განმავლობაში სომხეთსა და საქართველოს დამაკავშირებელი “მეგობრობის” ხიდის პროექტის ამოქმედება და სახმელეთო საზღვრების გახსნა დაემთხვა, მაგრამ ერთი მეორეს ხელს არ უშლის. ამის შესახებ აცნობეს ტერიტორიული ადმინისტრაციისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან, რომ ორივე მხარის – ბაგრატაშენ-სადახლოს საგუშაგოები  და მათთან დამაკავშირებელი გზები სამშენებლო ზონაში არ არის.

სომხეთისა და საქართველოს დამაკავშირებელ მთავარ გამშვებ პუნქტზე, ბაგრატაშენ-სადახლოში, დაიწყო 2014 წელს ხელმოწერილი ერთობლივი პროგრამა, რომელიც რამდენჯერმე გადაიდო. ორი ქვეყნის დამაკავშირებელი “მეგობრობის” ხიდის აქტიურად მიმდინარე სამუშაოები თითქმის შეუმჩნეველია მათთვის, ვინც ამ დღეებში თავისუფლად გადაადგილდება გახსნილი საგუშაგოებით.

დროებითი ხიდი აშენდა მდინარე დებედზე, რომლითაც სომხეთიდან საქართველოში და საპირისპირო მიმართულებით ხდება სამშენებლო მასალებისა და აღჭურვილობის ტრანსპორტირება. ძველი ხიდი ჩვეულებრივ რეჟიმში აგრძელებს  ტვირთის გადაზიდვისა და მგზავრების ნაკადის უზრუნველყოფას.

“მეგობრობის” ხიდი არის ორი ხიდი, თითოეული ერთი მიმართულებით, 1 მ სიშორეზე, ორი მოძრაობის ზოლით და ტროტუარით.

ხიდი, რომელიც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის სახსრებით და ორი ქვეყნის მთავრობების თანადაფინანსებით ხორციელდება, მდინარე დებედზეა, რომელიც სომხეთ-საქართველოს საზღვარზე გადის. “რადიოლურთან” საუბრისას ხიდის მშენებლობის პროგრამის ხელმძღვანელი იზაბელა მურადიანი ამბობს, რომ

”სომხეთ-საქართველოს საზღვარი ამ მონაკვეთში გადის მდინარე დებედის შუაში, თუმცა, თუ სწორი გეომეტრიული ზომებით განვსაზღვრავთ, ხიდის დაახლოებით 60% სომხეთის მხარეზე მოდის, 40 – საქართველოს მხარეს. ვინაიდან ასეთი დემარკაცია არანაირად არ შეიძლება, და ხიდს ორივე მხარე თანაბრად გამოიყენებს, პროგრამის 50 პროცენტს იხდის საქართველო, 50 პროცენტს სომხეთი”.

საკმაოდ სწრაფი მუშაობისა და ექსპერტების პროგნოზების გათვალისწინებით, ორივე ქვეყანა იმედოვნებს, რომ ერთ წელიწადში ექსპლუატაციაში გადასცემენ ერთობლივ პროექტს. ხიდის მშენებლობის პროგრამა ასევე შედის საქართველოს მთავრობის მთავარ პრიორიტეტულ პროექტებს შორის. შედეგად, დროის დაზოგვა, უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილება, სომხეთს, საქართველოს, რუსეთსა და “ევროპას” შორის მარტივი ვაჭრობა.

”საგუშაგოს ბევრად უფრო დიდი დატვირთვა შეეძლება. გამოიყენება სიმტკიცის, ტესტირებისა და ხარისხის საერთაშორისო სტანდარტები, ამიტომ ძველი ხიდიდან უნდა მივიღოთ ძლიერი ინფრასტრუქტურა ხარისხის, ტექნოლოგიისა და გარეგნობის თვალსაზრისით”.

“მეგობრობის” ახალი ხიდით ორ მეგობარ ქვეყანას შორის კავშირი უფრო ძლიერი და უსაფრთხო იქნება. პროექტის ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ ეს არის სტრატეგიული მნიშვნელობის სტრუქტურა ორივე ქვეყნისთვის. ”ასეთი მასშტაბისა და მოცულობის მიხედვით, პროგრამა პირველია სომხეთისა და საქართველოს სატრანსპორტო სფეროში.”

რაც შეეხება სადახლო-ბაგრატაშენის გამშვებ პუნქტთან მდებარე ვიწრო ხიდს, რომელიც 1960-იან წლებში აშენდა, ის კარგა ხანია მწყობრიდან გამოვიდა. მაგრამ იგი შენარჩუნდება, გამაგრდება და საცობების დროს იქნება ალტერნატიული გზა.

გიტა ელიბეკიანი

ნახეთ მეტი
Back to top button