მთავარიპოლიტიკა

სომეხი სამხედრო ტყვეები – ჯოკერი აზერბაიჯანის ხელში: გაზეთი „სომხეთის რესპუბლიკა“

„ის, რაც ხდება  სომეხ სამხედრო ტყვეებთან და მძევლებთან დაკავშირებით, საერთაშორისო და ჰუმანიტარული კანონის უხეში დარღვევაა. ყოველივე ეს შეესაბამება აზერბაიჯანის, როგორც ტერორიზმისა და ბანდიტიზმის სპონსორის იმიჯს, უფრო მეტიც, ეს უკანასკნელი არც ცდილობს დამალოს დანაშაულები.

9 ნოემბერს ხელმოწერილი განცხადების თანახმად, სომეხი ტყვეები უნდა დაბრუნებულიყვნენ. შვიდი თვეზე მეტი გავიდა, მაგრამ არა მხოლოდ ბევრი მათგანი არ დაბრუნებულა, არამედ დღეს 14 სომეხი სამხედრო ტყვე გაასამართლეს ყალბი ბრალდებით. არ არის გამორიცხული, რომ სხვა  სამხედრო ტყვეებმაც ეს ბედი გაიზიარონ.

აზერბაიჯანი ტყვეებსაც იყენებს თავისი პოლიტიკური პროგრამების განსახორციელებლად. ამის უტყუარი მტკიცებულება რამდენიმე დღის წინ გავრცელდა, როდესაც აზერბაიჯანულმა მედიამ გამოაქვეყნა პრეზიდენტ ილჰამ ალიევის, თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანისა და მის მეუღლეს ემინე ერდოღანის  საუბარიდან ნაწყვეტი,  სადაც ერდოღანი და ალიევი განიხილავენ სომეხი ტყვეების დაბრუნების საკითხს, არაცხის  დანაღმული ტერიტორიების რუკების სანაცვლოდ“.

ნახეთ მეტი
Back to top button