მთავარიპოლიტიკა

სომხეთი მკაცრად გმობს აზერბაიჯანის მიერ სომეხი სამხედრო ტყვეების მიმართ ყალბი ბრალდებების საფუძველზე სისხლსამართლებრივ დევნას

სომხეთი მკაცრად გმობს აზერბაიჯანის მიერ სომეხი სამხედრო ტყვეების მიმართ ყალბი ბრალდებების საფუძველზე სისხლსამართლებრივ დევნას. ამის შესახებ ნათქვამია სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

”ჩვენ მკაცრად ვგმობთ აზერბაიჯანის მიერ სომეხი სამხედრო ტყვეების მიმართ ყალბი ბრალდებების საფუძველზე სისხლსამართლებრივ დევნას.  

საერთაშორისო სამართლის თანახმად, სამხედრო ტყვეებს არ შეიძლება დაეკისროს პასუხისმგებლობა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობისთვის. ამავდროულად, აზერბაიჯანში სომეხთა მიმართ უკიდურესი სიძულვილისა და რასისტული  პოლიტიკის გამო, რომელსაც სახელმწიფო  მხარს უჭერს, აშკარაა, რომ სასამართლო პროცესები ვერ იქნება  სამართლიანი და გამჭვირვალე.

ზემოაღნიშნული, ისევე როგორც მშვიდობიანი მოსახლეობის მძევლად აყვანა და გატაცება, საერთაშორისო სამართლის მრავალი ნორმის უხეში დარღვევაა.

აზერბაიჯანის მიერ სომეხი სამხედრო ტყვეებისა და მძევლების   რეალური რაოდენობის დაფარვა  ასევე სერიოზული მტკიცებულებაა კაცობრიობის წინააღმდეგ სამხედრო დანაშაულისა.

აზერბაიჯანი კვლავაც უხეშად არღვევს მის მიერ რატიფიცირებულ ფუნდამენტურ დოკუმენტებს, მათ შორის ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას, გაეროს სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა პაქტს,  წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობისა და დასჯის წინააღმდეგ გაეროს კონვენციას.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, ჩვენ მკაცრად ვგმობთ ბაქოს სასამართლოს უკანონო განაჩენს, რომელიც გამოქვეყნდა 14 ივნისს, სომხეთის მოქალაქე და ლიბანის მოქალაქე ვიგენ ეოლჩექჯიანის 20 წლით თავისუფლების აღკვეთის შესახებ.  ეს უკანასკნელი შეიპყრეს აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა 2020 წლის 9 ნოემბრის სამმხრივი განცხადების ხელმოწერის შემდეგ, განაჩენი გამოიტანეს ზეწოლისა და წამების შედეგად  გამოძალულ „ამღიარებელ ჩვენებებზე დაყრდნობით”.

”ჩვენ მოვუწოდებთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, ისევე როგორც ადამიანის უფლებათა დამცველ ორგანიზაციებს, მკაცრად დაგმონ აზერბაიჯანის საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევები, მოითხოვონ შეთხზული სისხლის სამართლის საქმეების შეჩერება და სომეხი სამხედრო ტყვეების დაუყოვნებლივი დაბრუნება“.

ნახეთ მეტი
Back to top button