მთავარიპოლიტიკა

ალიანსი “ჰაიასტანი” საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს

ალიანსი “ჰაიასტან”-ისათვის მიუღებელია  კენჭისყრის შედეგები და საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს. ამის შესახებ ნათქვამია  ბლოკ “სომხეთის”  მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ალიანსი “ჰაიასტანი”   მადლობას უხდის იმ მოქალაქეებს, რომლებმაც მათ  ხმა მისცეს 2021 წლის 20 ივნისსსაპარლამენტო არჩევნებში. ეს ნიშნავს, რომ  ასობით ათასი ჩვენი მოქალაქე არა მხოლოდ ხედავს  სომეხი ხალხის წინაშე არსებულ საფრთხეებს, არამედ ასევე მხარს უჭერს ჩვენს  შემოთავაზებულ წინადადებებს საკითხის გადაჭრის მიმართულებით, -ნათქვამია განცხადებაში.

ალიანსი “ჰაიასტანი”  კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის მიდგომას, რომ საპარლამენტო არჩევნების შედეგები სადავოა და ნდობას არ იწვევს. ჩვენ სერიოზული საფუძველი გვაქვს განვიხილოთ ეს არჩევნები არალეგიტიმურად და გამოვაცხადოთ, რომ ამგვარი შედეგებით ეროვნული ასამბლეა არ ასახავს ძალთა რეალურ ბალანსს.

ნახეთ მეტი
Back to top button