მთავარიპოლიტიკა

დარწმუნებული ვარ, რომ აზერბაიჯანზე საერთაშორისო ზეწოლა გაიზრდება: სოს ავეტისიანმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში დააყენა ტყვეთა საკითხი

სომხეთის ეროვნული ასამბლეის დეპუტატმა სოს ავეტისიანმა დააყენა აზერბაიჯანის ჯარების მიერ სომხეთის ტერიტორიაზე შეჭრისა და სომეხი სამხედრო ტყვეების დაბრუნების საკითხები ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მაღალი ტრიბუნიდან და გამოხატა დარწმუნება, რომ საერთაშორისო ზეწოლა აზერბაიჯანზე მხოლოდ გაიზრდება.

„არმენპრესის“  ცნობით,  ავეტისიანმა  ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრების რეაქციებზე დაყრდნობით აღნიშნა: ”მოხარული ვარ, რომ ჩვენმა ხალხმა გონივრულად მიიღო მონაწილეობა არჩევნებში, აირჩია თავისი მთავრობა და მიუხედავად ყველა სირთულისა, რომელიც გამოწვეულია არცახის რესპუბლიკის წინააღმდეგ აზერბაიჯანის აგრესიით, სომხეთი მტკიცედ რჩება დემოკრატიის გზაზე“.

დეპუტატმა მადლობა გადაუხადა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში აპრილის თვეში სომეხი სამხედრო ტყვეების საკითხის განხილვისათვის, რამაც, მისი შეფასებით, საშუალება მისცა გაძლიერებულიყო საერთაშორისო ზეწოლა,  აზერბაიჯანთან დიალოგი, სომეხი სამხედრო ტყვეების დაბრუნების საკითხთან დაკავშირებით.

ნახეთ მეტი
Back to top button