ევროსაბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს ნიკოლ ფაშინიანს მიულოცა ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში პარტია “სამოქალაქო ხელშეკრულების” გამარჯვება.
სომხეთის პრემიერ-მინისტრის აპარატის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის წარმომადგენელმა ’’არმენპრესს“ განუცხადა, რომ შარლ მიშელმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი სომხეთის გვერდით დგას და მხარს უჭერს ღრმა რეფორმების ეფექტურ განხორციელებას. ამავე დროს, ევროსაბჭოს პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირი ასევე მზადაა მხარი დაუჭიროს რეგიონულ სტაბილიზაციას და კონფლიქტების ყოვლისმომცველ მოგვარებას.