აზერბაიჯანი ჩივის ყარაბაღის შესახებ სამმხრივი განცხადებების პუნქტების შეუსრულებლობის გამო. ყარაბაღის შესახებ სამმხრივი განცხადებების ზოგიერთი პუნქტი ხორციელდება, ზოგი საკითხი გადაიდო. ამის შესახებ ბრიფინგზე განაცხადა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა ყაზახეთის ვიცე-პრემიერთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან მუხტარ ტლეუბერდისთან შეხვედრის შემდეგ.
”მე ყაზახ კოლეგას ვაცნობე 100,000 დევნილის დაბრუნების აუცილებლობის შესახებ. ”ჩვენ ასევე განვიხილეთ ამ მიმართულებით პოტენციური თანამშრომლობა”, – თქვა მან.
იმ ფაქტს, რომ აზერბაიჯანი არ აბრუნებს ტყვედ ჩავარდნილ სომხებს, იყენებს მათ შანტაჟისა და გამოძალვის იარაღად, ბაირამოვმა დუმილით გვერდი აუარა.