
სომხეთის პრემიერ მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა საპარლამენტო არჩევნებში მისი პარტიის გამარჯვების შესახებ, იუწყება BBC და დასძენს, რომ წინასწარი შედეგებით, მისმა პარტიამ 58% მიიღო, ხოლო მისი მთავარი ოპონენტი, ყოფილი პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი აცხადებს, რომ არჩევნები გაყალბდა. BBC შეახსენებს, რომ რობერტ ქოჩარიანს, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მეგობარს და მოკავშირეს, ადრე ბრალი დასდეს საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბებაში, რასაც მოჰყვა 2008 წლის 1 მარტის ტრაგიკული მოვლენები.
Reuters-ი ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარ შედეგებზე დაყრდნობით, აღნიშნავს, რომ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები არცახის ომში დამარცხების შემდეგ, მიზნად ისახავდა სომხეთში პოლიტიკური კრიზისის დასრულებას. სააგენტო აღნიშნავს, რომ ფაშინიანს, რომელიც ხელისუფლებაში მოვიდა ქუჩის ბრძოლის შედეგად, უფრო ცივი ურთიერთობა აქვს კრემლთან. როგორც სააგენტო აღნიშნავს, რომ ქოჩარიანი სომხეთში პრეზიდენტი იყო 1998-2008 წლებში. მას ბრალი ედება არაკონსტიტუციურ საქმიანობაში, როდესაც 2008 წ . სადავო არჩევნების შემდეგ საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რის შემდეგაც პოლიციელებსა და მომიტინგეებს შორის შეტაკებების შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა.
Deutsche Welle-აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებში დასახელდა 26 პოლიტიკური ძალა, ბრძოლა ორ ძალას შორის მიმდინარეობდა. პ02018 წელში ხელისუფლების სატავეში მოსულ, რეფორმისტ ნიკოლ ფაშინიანსა და რობერქ ქოჩარიანს შორის, ეს უკანასკნელი მჭიდრო კავშირშია რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან და ახლა ის ეჯახება კორუპციულ სკანდალებს, რასაც მისი მმართველობის პერიოდში ჰქონდა ადგილი.
ბრიტანული გაზეთი The Guardian აღნიშნავს, რომ საარჩევნო კამპანია სინამდვილეში ორი ცხენის რბოლას ჰგავდა. გაზეთი შეახსენებს, რომ საარჩევნო კამპანიის განმავლობაში, რომელიც რიტორიკით გამოირჩეოდა, ფაშინიანმა განაცხადა, რომ მის პარტიას ხმების 60% სჭირდებოდა. თავად ქოჩარიანს ადრე ადანაშაულებდნენ არჩევნების გაყალბებაში მომიტინგეების დაშლაში, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. გაზეთი აღნიშნავს, რომ 2018 წ. სომხეთმა მიიღო საერთაშორისო დადებითი შეფასება პირველი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებისათვის.
მოამზადა ვიქტორია ანდრიასიანმა
წყარო: Aravot.am