მთავარიპოლიტიკა

ალიანსს “სომხეთი” საბოლოო დასკვნა არ მიუღია საპარლამენტო მანდატების აღებასთან დაკავშირებით: ქოჩარიანი

სომხეთის მეორე პრეზიდენტმა, რობერტ ქოჩარიანმა, რომელიც ალიანს “სომხეთის”  წინასაარჩევნო სიის სათავეშია, განაცხადა, რომ მათ  მიიღეს ძალიან სერიოზული ახალი შესაძლებლობები ბრძოლის გასაგრძელებლად.

ამის შესახებ ქოჩარიანმა 22 ივნისს პრესკონფერენციაზე განაცხადა. ქოჩარიანმა აღნიშნა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებისას ერთი  “პრიზი” თამაშდება, ხოლო საპარლამენტო არჩევნებისას მეორე ადგილიც გამარჯვებას ნიშნავს.

”ჩვენ ჯერ კიდევ არ გვაქვს საბოლოო გადაწყვეტილება  მანდატების აღების საკითხის ირგვლივ”, – თქვა ქოჩარიანმა და დასძინა, რომ ის მომხრეა მანდატების აღების.

არჩევნების წინასწარი შედეგების მიხედვით, მმართველმა პარტიამ  “სამოქალაქო ხელშეკრულებამ” მიიღო ხმების 53,92%,  ალიანსმა “სომხეთმა”  – 21,04%, ხოლო  “პატივი მაქვს”  – 5,23%.

ნახეთ მეტი
Back to top button