მთავარიპოლიტიკა

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება, სომხეთის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა სომხეთში საპარლამენტო არჩევნების დღესთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია:

„შეერთებული შტატები ულოცავს სომხეთის მოქალაქეებს 20 ივნისის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით. ჩვენ მივესალმებით სადამკვირვებლო მისიის მიერ არჩევნების საერთო პოზიტიურ შეფასებას. მოხარული ვართ, რომ სადამკვირვებლო მისიის წინასწარი შეფასებით, ადამიანის უფლებები და ძირითადი თავისუფლებები ზოგადად დაცული იყო,  საარჩევნო კამპანიის მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ თავისუფლად ეწარმოებინათ საარჩევნო კამპანია და არჩევნების დღეს ხმების დათვლაც კანონის ფარგლებშიც განხორციელდა.

ჩვენ ვიზიარებთ სადამკვირვებლო მისიის შეშფოთებას არჩევნებში მონაწილე პარტიების მოსყიდვის რიტორიკის შესახებ. მოვუწოდებთ მხარეებს პატივი სცენ არჩევნების შედეგებს და იმოქმედონ არჩევნების გასაჩივრების კანონის გზით, თავიდან აიცილონ პოლიტიკური ანგარიშსწორება, რადგან სომხეთი განაგრძობს სვლას  სუვერენული,  დემოკრატიული, მშვიდობიანი და წარმატებული მომავალისაკენ.

შეერთებული შტატები ცდილობს გააძლიეროს პარტნიორობა სომხეთთან საერთო დემოკრატიული ღირებულებების საფუძველზე. ჩვენ მივესალმებით სომხეთს რეფორმებში მიღწეულ შედეგებს, ანტიკორუფციული ძალისხმევას  და მოვუწოდებთ გააგრძელონ ის გზა, რასაც საფუძველი ჩაეყარა  2018 წლის გაზაფხულზე. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს, პატივი სცენ კანონის უზენაესობას და დემოკრატიულ პრინციპებს და მოველით ახალ მთავრობასთან ორმხრივი ურთიერთობებისა და თანამშრომლობის განვითარებას.

ჩვენ მივესალმებით ელჩს ლინ ტრეისს და ერევანში აშშ-ს საელჩოს თანამშრომლებს სომხეთის დემოკრატიული განვითარების მუდმივი მხარდაჭერისთვის. მათი თავდადებისა და შრომისმოყვარეობს წყალობით, ჩვენ განვაგრძობთ სომხეთ-აშშ პარტნიორობის განვითარებას“.

ნახეთ მეტი
Back to top button