ანალიტიკამთავარი

ახალი პრეზიდენტის დროს ირანის პოლიტიკა სამხრეთ კავკასიაში აქტიურდება, სადაც სომხეთს განსაკუთრებული როლი აქვს მინიჭებული: ექსპერტი

ირანის პოლიტიკა სამხრეთ კავკასიაში აქტიურდება  ახალი კონსერვატიული მიმართულების პრეზიდენტის ებრაჰიმ რაისის დროს, სადაც  განსაკუთრებული როლი ენიჭება სომხეთს. ამის შესახებ ირანმცოდნემ,   ექსპერტმა ვარდან ვოსკანიანმა NEWS.am- თან ინტერვიუში განაცხადა.

ირანის საშინაო და საგარეო პოლიტიკურ კურსს ქვეყნის უმაღლესი რელიგიური ლიდერი ალი ხამენეი წყვეტს, მაგრამ ირანის პოლიტიკურ სისტემას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი მახასიათებელი, რაც გამოიხატება  რეფორმატორებსა და კონსერვატორებს შორის დაპირისპირებაში.

ვოსკანიანმა განმარტა, რომ კონსერვატორ ებრაჰიმ რაისის დროს ირანის საგარეო პოლიტიკა დასავლეთის მიმართ შეიძლება გამკაცრდეს, თუმცა მკვეთრ ცვლილებებს ადგილი არ ექნება.  ეს ასევე ეხება სამხრეთ კავკასიაში გატარებულ პოლიტიკასაც.

”ქვეყნის წინა მთავრობა, რომელსაც პრეზიდენტი ჰასან როჰანი ხელმძღვანელობდა, მკაცრად გააკრიტიკეს კონსერვატორებმა, განსაკუთრებით 44-დღიანი ომის შემდეგ, იმის გამო, რომ ვერ შეძლეს ომის რისკების მართვა.

ამ მხრივ, თეირანის პოლიტიკა სამხრეთ კავკასიის მიმართ უფრო აქტიური გახდება, ვიდრე ეს როჰანის პრეზიდენტობის პერიოდში იყო.

აშკარაა, რომ ირანული მხარე დაინტერესებულია ყველა იმ პროექტის გააქტიურებით, რომელსაც არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ გეოპოლიტიკური მნიშვნელობაც აქვს. ეს პირველ რიგში შეეხება სატრანსპორტო კავშირებს სპარსეთის ყურესა და შავ ზღვას შორის. ამ პროგრამაში ირანელები განსაკუთრებულ როლს ანიჭებენ სომხეთს სამხრეთ კავკასიაში წარმოქმნილი ყველა ახალი რისკისა და შესაძლებლობის გათვალისწინებით. ირანის პოლიტიკა ამ მიმართულებით ძლიერდება. ირანელებს სჯერათ, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში, თურქეთის ფაქტობრივი ყოფნა სამხრეთ კავკასიაში ზღუდავს ირანის გეოსტრატეგიულ მანევრებს ჩრდილოეთით, მათ შორის შავ ზღვაში. 1828 წლის თურქმენჩაის ხელშეკრულების შემდეგ, სამხრეთ კავკასიის ტერიტორია რუსეთის იმპერიის კონტროლის ქვეშ მოექცა და თურქეთს ამ ტერიტორიაზე არაფერი არ დარჩენია. მართალია ირანის პოლიტიკურ გამოსვლებში ამის შესახებ ნახსენებიც კი არ არის, მაგრამ ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, რომელიც ირანულ ანალიტიკურ წრეებში მუდმივი განხილვის საგანი გახლავთ.

როდესაც ირანს კონსერვატორების მართავენ, უფრო მეტი შესაძლებლობები იქმნება სომხეთ-ირანული თანამშრომლობის განმტკიცების მიზნით, მაგრამ ეს მხოლოდ შესაძლებლობებია და უნდა იქნას გამოყენებული. საქმე  ეხება არა მხოლოდ ირანის მთავრობის საგარეო პოლიტიკის კურსს, არამედ იმასაც, თუ რა კურსს აიღებენ  სომხეთი და არცახი. აშკარაა, რომ არსებობს ძალიან კარგი შესაძლებლობა სომხეთს, ირანსა  და რუსეთს შორის  თანამშრომლობის სამმხრივი ფორმატის შექმნის თვალსაზრისით . ამ მხრივ, ერევანმა უნდა გააძლიეროს თავისი პოლიტიკური პოზიცია არა ირანსა და რუსეთს შორის შესაძლო ინტერესთა დაპირისპირების  გამოყენებით, არამედ ამ ინტერესების კომბინირებით”, – თქვა მან.

ექსპერტის აზრით, ირანელი ანალიტიკოსები ძალიან ნეგატიურად უყურებენ ე.წ. “შუშის დეკლარაციას” (ალიევისა და ერდოღანის მიერ ხელმოწერილს), კერძოდ, ისინი შეშფოთებულნი არიან “ზანგეზურის დერეფანზე” გაკეთებული განცხადებებით. ეს პირდაპირ ეწინააღმდეგება ირანის ინტერესებს და თეირანი ხელს უშლის ამ “პროგრამას” ყველა ფორმით.

”ირანს ესმის, რომ თურქეთსა და დასავლეთს შორის გარკვეული უთანხმოებების მიუხედავად, ანკარა კვლავ ნატოს წევრია. ამ თვალსაზრისით, თურქეთის შესაძლო ყოფნას არცახში, ისევე როგორც აზერბაიჯანში, შორსმიმავალი მიზნები აქვს სამხრეთ კავკასიაში ნატოს ყოფნის თვალსაზრისით. ამიტომ, ირანული მხარე, პირველ რიგში, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედებს. თუ გავითვალისწინებთ სომხეთისა და რუსეთის ინტერესებს, რომლებიც ემთხვევა ირანის ინტერესებს, მაშინ ძალიან კარგი შესაძლებლობა არსებობს სამმხრივი თანამშრომლობის ეფექტური ფორმატის ფორმირებისთვის.

ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალი. სომხეთსა და ირანს  “უხმაუროდ” მუშაობის გამოცდილება გააჩნიათ, ამიტომ მნიშვნელობა არ აქვს, ეს ყველაფერი დოკუმენტში დაფიქსირდება თუ არა. მთავარია გვქონდეს ისეთი თანამშრომლობა, რომლითაც თეირანიც დაინტერესდება.

თუ თურქეთს აზერბაიჯანში სამხედრო ბაზის შექმნის  განზრახვები ამოძრავებს, მაშინ ირანის პოზიცია საკმაოდ მკაცრი იქნება. პროცესები გვჩვენებენ, რომ სწორედ ამისკენ მიდის ანკარა. ვარანდას (ფიზულის) რეგიონში ე.წ. საერთაშორისო აეროპორტის რეკონსტრუქციას შორს მიმავალი მიზნები აქვს, ეს არის  თურქული ბაზის შექმნა.

იმის გათვალისწინებით, რომ თურქეთი ნატოს წევრია, ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის ამ აეროპორტის გამოყენება შესაძლებელია როგორც ირანის, ასევე რუსეთის წინააღმდეგ”, – ხაზი გაუსვა ექსპერტმა.

ნახეთ მეტი
Back to top button