მთავარიპოლიტიკა

ევროკავშირის სპიკერის განცხადება რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით

ევროკავშირი მოუწოდებს სომხეთის ყველა პოლიტიკურ ძალას, გააერთიანონ თავიანთი ძალისხმევა და ერთად იმუშაონ სომხეთის წინაშე მდგარი გამოწვევების ეფექტურად მოგვარების მიზნით. ამის შესახებ ნათქვამია სომხეთის რიგგარეშე არჩევნების შესახებ ევროკავშირის სპიკერის სახელით გავრცელებულ განცხადებაში.

”ევროკავშირი სომხეთის სტაბილური, დემოკრატიული და წარმატებული მომავლის შექმნის იდეი ერთგულია. ჩვენ ველით მჭიდრო თანამშრომლობას სომხეთის ყველა ინსტიტუტთან, მათ შორის ახლად არჩეულ პარლამენტთან და მთავრობასთან. ევროკავშირი მზადაა გააძლიეროს ევროკავშირ-სომხეთის ორმხრივი ურთიერთობები, დაეხმაროს სომხეთს ქვეყანაში შესაძლო რეფორმების განსახორციელებლად და დაეყრდნოს ევროკავშირსა და სომხეთს შორის გაფართოებული პარტნიორობის შეთანხმებით ნაკისრ საერთო ვალდებულებებს”, – ნათქვამია განცხადებაში.

აღინიშნა, რომ ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) არჩევნების სადამკვირვებლო მისიის წინასწარი შეფასებით, არჩევნები ჩატარდა კონკურენტულად და ზოგადად კარგად მართული იყო მოკლე პერიოდში. ამომრჩეველს დიდი არჩევანი ჰქონდა და ძირითადად დაცული იყო ფუნდამენტური უფლებები და თავისუფლებები.  ხმის მიცემის დღე, ხმების დათვლის ჩათვლით, ზოგადად პოზიტიური იყო.

ნახეთ მეტი
Back to top button