აქტიურად მუშაობს სომხეთის თავდაცვის მინისტრის ბრძანებით შექმნილი კომისია, რომელიც შეისწავლის 44-დღიანი არცახის ომის მიმდინარეობას. ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა სომხეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა არტაკ დავთიანმა. ”კომისია უკვე აქტიურად მუშაობს. ომის დროს დეზერტირების მიმართ საკმაოდ ბევრი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. ”მე გირჩევთ დაველოდოთ ამ შემთხვევების შედეგებს”, – თქვა დავთიანმა.
დაკვირვებაზე, რომ ჰადრუთი და, კერძოდ, შუში, ადვილად აღმოჩნდნენ მტრის კონტროლის ქვეშ, გენერალური შტაბის უფროსმა თქვა, რომ ადვილი და რთული მტერს შეეძლო ეთქვა. ”ჩვენ ვსწავლობთ, არ ვფიქრობ, რომ ამაზე მოკლე დროში ვუპასუხებთ, რადგან ყველა ეპიზოდთან, ბრალდებასთან ერთად არსებობენ ცოცხალი ადამიანები, სამხედრო მოსამსახურეები, რომლებმაც ან პასუხი უნდა აგონ, ანდა ასეთი ბრალდება არ უნდა ითქვას გაშიშვლებულად. გარდა ამისა, ჩვენ თვითმიზნად არ დავისახეთ, ვინმე დავადანაშაულოთ, კერძოდ, გენერალური შტაბი, თავდაცვის სამინისტროსთვის პირველ რიგში გაკვეთილების მიღების საკითხია”, – თქვა დავთიანმა. მისივე თქმით, მათ უნდა შეისწავლონ ყველა ხარვეზი, გადცდომა და შეძლონ ამის შესაბამისად გადაწყვეტილების მიღება.