
რუსულ მხარესთან მიმდინარეობს მოლაპარაკება გეგარქუნიქის რეგიონში მესაზღვრეების განლაგების ირგვლივ, მაგრამ ეს შესაძლებელია მოხდეს იმ შემთხვევაში, თუ აზერბაიჯანის ჯარები სომხეთის ტერიტორიას მთლიანად დატოვებენ. ამის შესახებ სომხეთის ვიცე-პრემიერ მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ტიგრან ავინიანმა ტიგრან ავინიანმა გიუმრის ერთობლივი საზოგადოებრივი სამსახურის ოფისის გახსნისას ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, სომხეთი არ დაიხევს ტავისი პოზიციებიდან სასაზღვრო კრიზისთან დაკავშირებით. მოლაპარაკებები მტრის ჯარების გაყვანის შესახებ გრძელდება და უახლოეს მომავალში მოსალოდნელია ამ მოლაპარაკებების კიდევ ერთი ეტაპი.