საერთაშორისო

გახარიას გუნდი ყველაზე პოპულარული პარტიების სამეულშია – გამოკითხვა

როგორც „სპუტნიკი საქართველო“ წერს, საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა სიმპატიით სამი პარტიისადმია – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „საქართველოსთვის“ – განწყობილი, ასეთია ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დაკვეთითი კომპანია  IPSOS–ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგები. 

გამოკითხვის შედეგებით, ხვალ რომ თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდეს, მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“ მხარს გამოკითხულთა 32% დაუჭერს, ოპოზიციურ პარტია „ნაცმოძრაობას“ – 23%, ექს–პრემიერ გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ კი 8%.

ყოფილი პრემიერის პარტიის რეიტინგმა, რომელიც ივნისის დასაწყისში დაარსდა, დანარჩენი ოპოზიციური პარტიების რეიტინგს გადააჭარბა.

გამოკითხვის შედეგებით დანარჩენი პარტიების რეიტინგია:

 – „გირჩი – მეტი თავისუფლება“ – 5%;

 –  „ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“ – 3%;

 – „ლეიბორისტული პარტია“ – 3%;

 – „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ – 3%;

 – „ლელო საქართველოსთვის“ – 2%;

 – „სტრატეგია აღმაშენებელი“ – 2%;

 – „მოქალაქეები“ – 2%;

 – „ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობა“ – 1%;

 – „დრო“ – 1%;

 – „ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩი“ –1%;

 – „ერი“ – 1%.

გამოკითხვა ტელეკომპანიის დაკვეთით 7–დან 17 ივნისის ჩათვლით პერიოდში ჩატარდა. პირდაპირი ინტერვიუს გზით ათასი ადამიანი გამოიკითხა.  ცდომილება  +/- 3%-ია.

ნახეთ მეტი
Back to top button