მთავარიპოლიტიკა

ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები სომხეთს ეწვევიან

როგორც  სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო იტყობინება, რეგიონული ვიზიტის ფარგლებში  25 ივნისს  სომხეთში ჩამოვლენ რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბოგდან აურესკუ, ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი, ევროკავშირის საგარეო საქმეთა  ევროპული სამსახურის რუსეთის, აღმოსავური პარტნიორობის, ცენტრალური აზიის, ტერიტორიული თანამშრომლობის და ეუთო-ს საქმეტა  მმართველი მიხაელ ჩიბერთი,  ავსტრიის ევროპისა და საერთაშორისო საქმეთა ფედერალური მინისტრი  ალექსანდრე შალენბერგი, ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიისა და საქართველოს კრიზისის განხრით  ტოივო კლარი.

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჯოზეფ ბორელის მიერ უფლებამოსილი ვიზიტი მიზნად ისახავს დაადასტუროს ევროკავშირის მზადყოფნა რეგიონში სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.

ნახეთ მეტი
Back to top button