მთავარიპოლიტიკა

”ეს ადვილი არ არის, მაგრამ პროცესი გრძელდება” – ტიგრან ავინიანი ტყვეების დაბრუნების შესახებ

სომხეთის ვიცე-პრემიერ მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ტიგრან ავინიანმა გიუმრის ერთობლივი საზოგადოებრივი სამსახურის ოფისის გახსნისას ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ტყვეების დაბრუნების პროცესი გრძელდება.

„მოლაპარაკებები კვლავ გრძელდება.  ეს არ არის მარტივი პროცესი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა მივაღწიოთ ორმხრივ შეთანხმებებს და მოვაგვაროთ ორმხრივი საკითხები”, – თქვა ავინინმა.

ჟურნალისტების კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა დაველოდოთ ტყვეების დაბრუნებას უახლოეს მომავალში, ავინინმა უპასუხა, რომ პასუხის გაცემა  უჭირს.

ვიცე პრემიერ მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის თქმით, იგი მალე იტყვის, თუ რა ადგილს დაიჭერს ის ახალშექმნილ მთავრობაში.

”სანამ ეროვნული ასამბლეა და მთავრობა არ ჩამოყალიბდება, კომენტარს ვერ გავაკეთებ”, – თქვა მან.

ავინინმა აღნიშნა, რომ შემდეგი ათწლეული სომხეთისთვის ძალიან კარგი და დადებითი  იქნება.

ნახეთ მეტი
Back to top button