
რუსეთის წვლილი მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების შეწყვეტაში გადამწყვეტი აღმოჩნდა, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა.
”რუსეთის გადამწყვეტი წვლილით, მთიან ყარაბაღში კონფლიქტი შეწყდა. რუსი სამშვიდობოები საიმედოდ უზრუნველყოფენ რეგიონში მშვიდობასა და უსაფრთხოებას, ბევრს აკეთებენ ჰუმანიტარული ვითარების გამოსასწორებლად, ტერიტორიების გასუფთავებისა და სოციალური ინფრასტრუქტურის აღსადგენად.
”რუსეთი არასდროს ივიწყებს თავის პასუხისმგებლობას იმ მეზობელი ქვეყნების უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის მიმართულებით, რომელთანაც ჩვენ გვაერთიანებს ისტორიული, კულტურული და ადამიანური განუყოფელი კავშირები“, აღნიშნა რფ პრეზიდენტმა.