საქართველოში უფრო აქტიურად ახალგაზრდები იცრებიან
საქართველოში ყველაზე აქტიურად 18-49 ასაკის მოქალაქეები იცრებიან, სტატისტიკურ მონაცემებს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
მონაცემები ვაქცინაციის დაწყებიდან (2021 წლის 15 მარტი) მიმდინარე წლის 20 ივნისამდე პერიოდს ასახავს.
18–დან 48 წლამდე ასაკის 59.353 ადამიანს ვაქცინის ერთი დოზა აქვს ჩატარებული, 36.652-ს კი სრული დოზა.
ემდეგ მოდიან 60-64 წლის ასაკის მოქალაქეები, ერთი დოზით ვაქცინირებულია 16.922, ორი დოზით კი 7.363 ადამიანი.
რაც შეეხება 65-69 წლამდე მოქალაქეებს, ერთი დოზით აცრილია 16.574, ორი დოზით კი 8.980 ადამიანი.
შემდეგ მოდის 55-59 წლის მოქალაქეების ასაკობრივი ჯგუფი. ვაქცინაციის პირველი დოზა მიღებული აქვს 16.119 პირს, სრული დოზა კი 7.353–მა პირმა ჩაიტარა.
70-75 წლამდე პირთა შორის ერთი დოზით აცრილია 14.474 ადამიანი, ვაქცინის ორი დოზით კი 8011.
75 წელს ზემოთ პირებში ერთი დოზით აცრილია 14.033, ორი დოზით კი 7.581 პირი.
ვაქცინაციის პროცესში შედარებით ნაკლებად აქტიურად არიან ჩართული 50-54 წლის პირები – ერთი დოზა გაიკეთა 13.312–მა, ორი კი 6.449–მა პირმა.
საქართველო ივლისიდან მასობრივი ვაქცინაციის დაწყებას გეგმავს. ეპიდემიოლოგების გათვლებით, ვაქცინაციის დღიურმა მაჩვენებელმა 20 ათასს უნდა მიაღწიოს, რათა წლის ბოლომდე მოსახლეობის 60–70% იყოს აცრილი.
საქართველოში ვაქცინაცია ხორციელდება პრეპარატებით Pfizer, AstraZeneca, Sinopharm, Sinovac. ხელისუფლება ასევე გეგმავს Moderna–ს, Jonson&Jonson–ისა და Novovax–ის ვაქცინების შემოტანას.