მთავარიპოლიტიკა

აზერბაიჯანი ლაპარაკობს სომხეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობის დამყარებაზე, ამავე დროს განაგრძნობს შურისძიებას სომეხ ტყვეებზე

როგორც „ArmInfo“  წერს,  აზერბაიჯანი ლაპარაკობს სომხეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობის დამყარებაზე, ამავე დროს  განაგრძნობს შურისძიებას სომეხ ტყვეებზე,  უარს ამბობს სომხეთის სუვერენული ტერიტორიების დატოვებაზე, ანადგურებს სომხურ კვალს არცახის  ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა TRT- სთან ინტერვიუში კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ აზერბაიჯანი მზად არის იმუშაოს სომხეთთან შერიგების ხელშეკრულებაზე.  ”ჩვენ მიგვაჩნია, რომ სომხეთისა და აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის შემდეგ ეს მართლაც პირველი შემთხვევაა, როდესაც ჩვენს ქვეყნებს აქვთ ურთიერთობების ნორმალიზების უნიკალური შესაძლებლობა”, – თქვა მან და დასძინა, რომ ”ეს პირველი შემთხვევა  არის, როდესაც ოკუპაციას ადგილი არა აქვს”. ხოლო ის რომ აზერბაიჯანმა დაიკავა რამდენიმე სომხური ტერიტორია (მათ შორის ჰადრუთი და შუში) და  აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები ერთ თვეზე მეტია სომხეთის სუვერენულ ტერიტორიაზე იმყოფებიან, ბაირამოვის აზრით, ანგარიშში ჩასაგდები არ არის.

აზერბაიჯანელი მოსწავლე „ეთამაშება“ ბაქოს „ნადავლის პარკში“ გამოფენილ სომეხი ჯარისკაცის ცვილის ფიგურას

”ამ ომის შედეგად, აზერბაიჯანმა აღადგინა ტერიტორიული მთლიანობა გაეროს უსაფრთხოების საბჭოს ოთხი რეზოლუციის საფუძველზე.  ოკუპირებული შვიდი  ტერიტორიიდან ოთხი გათავისუფლდა საბრძოლო მოქმედებების შედეგად, სამი კი ამ სამმხრივ განცხადებებზე  დაყრდნობით. აზერბაიჯანი მზად არის იმუშაოს სომხეთთან შერიგების ხელშეკრულებაზე,  თქვა ბაირამოვმა და დასძინა, რომ ისინი სომხეთისგან იგივე დონის პოლიტიკურ ნებას ელიან.

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი  კიდევ უფრო შორს წავიდა გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისართან მიგელ ანხელ მორატინოსთან შეხვედრისას და პრეტენზიები გამოთქვა იმაზე, რომ სომხეთი უარს ამბობს დანაღმული  ტერიტორიების  რუკების გადაცემაზე. ამასთან, რატომღაც გაჩუმდა იმის შესახებ, რომ უკვე 8 თვეა ბაქო უარს ამბობს აზერბაიჯანის ხელისუფლების მიერ არალეგალურად დაკავებული სომეხი სამხედრო ტყვეების და  დაპატიმრებული მშვიდობიანი მოსახლეობის დაბრუნებაზე.

ალიევს ასევე არ უთქვამს, თუ როგორ ამაყად დადის ბაქოს „ნადავლის  პარკში“  და აღფრთოვანებულია სომეხი სამხედროების ცვილის ფიგურებით.

ნახეთ მეტი
Back to top button