ევროპარლამენტმა საქართველოს პარლამენტში დიალოგის ხელშესაწყობად წარმომადგენლები დანიშნა
,,მთავარი არხი” წერს, რომ ევროპარლამენტი საქართველოს პარლამენტში დიალოგისა და დემოკრატიული საპარლამენტო კულტურის გაუმჯობესებაზე იზრუნებს. ამ მიზნით ე.წ. “ჟან მონეს დიალოგის” პროცესის კოორდინატორები ევროდეპუტატები მარინა კალიურანდი და მირიამ ლექსმანი იქნებიან.
საქართველოში “ჟან მონეს დიალოგის” ფორმატის შექმნას შარლ მიშელის დოკუმენტი ითვალისწინებს. ფრანგი საზოგადო მოღვაწის ჟან მონეს სახელობის დიალოგი ევროპარლამენტის მიერ მშვიდობისა და დემოკრატიისთვის შემუშავებული საშუამავლო ფორმატია საპარლამენტო დიალოგისა და ეროვნული პოლიტიკის მნიშვნელოვანი საკითხების გადასაწყვეტად.
მარინა კალიურანდი საქართველოს პარლამენტში თანაფასილიტატორად დანიშვნას “ტვიტერზე” გამოეხმაურა და დაწერა, რომ მოუთმენლად ელის მჭიდრო თანამშრომლობას ყველა პოლიტიკურ პარტიასთან და პარლამენტის წევრებთან.