მთავარიპოლიტიკა

ვლადიმერ პუტინმა მიულოცა ნიკოლ ფაშინიანს არჩევნებში გამარჯვება

პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ნიკოლ ფაშინიანმა სატელეფონო საუბარი გამართა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან. ამის შესახებ “არმენპრესს” აცნობეს სომხეთის პრემიერ-მინისტრის აპარატის ინფორმაციისა და საზოგადოებრივი დეპარტამენტიდან.

პრეზიდენტმა პუტინმა მიულოცა ნიკოლ ფაშინიანს სომხეთში არჩევნების წარმატებით ჩატარება და გამარჯვება.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს რეგიონში შექმნილ ვითარებაზე და 2020 წლის 9 ნოემბრისა და 2021 წლის 11 იანვრის სამმხრივი დეკლარაციების დებულებების შესრულებაზე.

ამ კონტექსტში, სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ხაზი გაუსვა სამხედრო ტყვეების დაბრუნების უპირველეს მნიშვნელობას.

ნახეთ მეტი
Back to top button