კულტურამთავარი

იუნესკო ეწვევა შუშის, რას წარუდგენს ბაქო?

აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის  და  იუნესკოს გენერალური დირექტორის ოდრი აზულაის ამ ბოლოდროინდელი შეხვედრის დროს, აზერბაიჯანულმა მხარემ გამოთქვა მზადყოფნა მიიღოს იუნესკოს მისია ომის შემდეგ აზერბაიჯანის კონტროლის ქვეშ მყოფ ადგილებში, მათ შორის შუშში. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის სპიკერმა ლეილა აბდულაევამ თქვა, რომ აზერბაიჯანმა მოუწოდა იუნესკოს დაჩქარებულიყო პროცესი, ხოლო დისკუსიები გაიმართა იუნესკოს მისიის ვიზიტის შესახებ აღდამის, ფიზულისა და შუშის რეგიონებში.

თვეების განმავლობაში აზერბაიჯანი უარს ეუბნებოდა  იუნესკოს, ახლა იგი სთავაზობს მისიის ვიზიტის ორგანიზებას.   „რადიოლური„ ამის თემის ირგვლივ ესაუბრა „ICOMOS სომხეთ“-ის ძეგლების დაცვის  საერთაშორისო საბჭოს სომხეთის ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარეს გაგიკ გურჯიანს .

მან განსაკუთრებით ხაზი გაუსვა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის განცხადების ნაწილს, რომელშიც ნახსენებია აზერბაიჯანთან მიღწეული შეთანხმება გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისართან.

 „გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისიის (UNHCR) წარმომადგენლები შეისწავლიან აზერბაიჯანელების მიერ ოდესღაც მიტოვებულ ტერიტორიებს, ეს არის წმინდა პროაზერბაიჯანული  მისია, რომლის მიღწევაც აზერბაიჯანმა შესძლო“, – თქვა გაგიკ გურჯიანმა.

თვეების განმავლობაში ინტერნეტში ქვეყნდებოდა  მტკიცებულებები იმის შესახებ, თუ როგორ ანადგურებდნენ სომხეთის კულტურულ ძეგლებსა  და ეკლესიებს, ამ ყველაფერს იუნესკო დაარეგისტრირებს, ამბობს გაგიკ გიურჯიანი, მაგრამ არა სომხეთის სასარგებლოდ, რადგანაც   მისია მოიწვია აზერბაიჯანმა და ყოველივე ამას წარმოადგენს ისე, როგორც აზერბაიჯანს აწყობს.

ნახეთ მეტი
Back to top button