მთავარიპოლიტიკა

ფაილანი საგანგაშო სიგნალს ავრცელებს. თურქეთში მე -18 საუკუნის სომხური ეკლესია დაზიანდა

თურქეთის ისტორიულ სომხურ დასახლებებში განძის მაძიებლებმა დააზიანეს კესარიის  მე -18 საუკუნის წმინდა თოროსის სომხური ეკლესია. როგორც “არმენპრესი” იტყობინება, მომხდარის შესახებ საგანგაშო სიგნალს ავრცელებს  თურქეთის პარლამენტის სომეხი დეპუტატი  და პროქურთული “სახალხო დემოკრატიული პარტიის” წევრი  გარო ფაილანი.

იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ ეკლესიის შიგნით ორი მეტრიანი ნახვრეტი გაჩნდა, ფაილანმა კითხვით მიმართა  თურქეთის კულტურისა და ტურიზმის მინისტრ მეჰმედ ნური ერსოს.

ინტერვიუში ფაილანმა აღნიშნა, რომ უძველესი სომხური ეკლესია, მიუხედავად იმისა, რომ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ისტორიული და კულტურული სტრუქტურაა რეგიონში, ათწლეულების განმავლობაში უგულებელყოფილი და  მიტოვებული იყო ბედის ანაბარა, რამაც გამოიწვია ის, რომ დღეისათვის ვანდალებმა და განძის მაძიებლებმა დააზიანეს და წაბილწეს.  დეპუტატმა თავის მიმართვაში აღნიშნა:  თუ რატომ არ სჯის მთავრობა განძის მაძიებლებს, მაშინ, როცა ისინი ქრისტიანული კულტურის ნიმუშებს აზიანებენ და

ნახეთ მეტი
Back to top button