მთავარიპოლიტიკა

ჩვენი ურთიერთობა მეზობლებთან არ იქნება დაფუძნებული საზღვრებზე ან ჯარისკაცების რაოდენობაზე: სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი

ჩვენს მეზობლებთან ურთიერთობა არ იქნება დაფუძნებული საზღვრებზე ან ჯარისკაცების რაოდენობაზე. ამის შესახებ სომხეთის პრეზიდენტმა არმენ სარქისიანმა განაცხადა ესპანურ ავტორიტეტულ პერიოდულ  გამოცემა El Pais- თან ინტერვიუში.

შენიშვნაზე, რომ  ყველაზე სერიოზული ბრალდება, რომელიც წაყენებული იქნა სომხეთის მთავრობის ხელმძღვანელ ნიკოლ ფაშინიანისადმი იყო ის, რომ   მთიანი ყარაბაღის გარშემო შეთანხმებების ირგვლივ მოლაპარაკებები შეიძლება სულ სხვაგვარად დასრულებულიყო, არმენ სარქისიანმა უპასუხა:  არ მიყვარს ვარაუდის გაკეთება. მე და პრემიერ მინისტრი ვართ ორი განსხვავებული თაობა, სხვადასხვა გამოცდილების ხალხი. მოწინააღმდეგეს, აზერბაიჯანსაც კი სხვადასხვაგვარად ვიცნობთ. ამგვარად, დიდი ალბათობით, შედეგები შეიძლება განსხვავებული ყოფილიყო. ზუსტად არ შემიძლია ვთქვა რა, რადგან აქ მხოლოდ მოლაპარაკებები არ თამაშობენ როლს,  არამედ გარე ფაქტორებიც, თუ როგორ მოქმედებენ ისინი თქვენზე და თქვენს მოწინააღმდეგეზე.

ამასთან, ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში უნდა დავივიწყოთ ეს და ყურადღება მომავალზე გადავიტანოთ. ჩვენს ისტორიაში იყო ისეთი ეპიზოდები, რომლებიც არასდროს დაგვავიწყდება, მაგალითად, გენოციდი. მეტად მნიშვნელოვანია ისიც, რომ მოპირდაპირე  მხარემ გაიგოს, თუ ვერ აიტანთ  სხვის ღირებულებებს, კულტურას, ისტორიას, მაშინ ურთიერთობების დამყარება არ შეგძლებიათ.

ჩვენს მეზობლებთან ურთიერთობა არ იქნება დაფუძნებული საზღვრებზე ან ჯარისკაცების რაოდენობაზე. 26 წლის წინ იგივე ქვეყნები ომობდნენ, სომხებმა გაიმარჯვეს. ხვალ ვინ იცის  რა მოხდება? ახლა აზერბაიჯანს შეუძლია მარტივი ნაბიჯი გადადგას:  სომეხი სამხედრო ტყვეები  სამშობლოში დააბრუნოს.  ეს იქნება პატარა, მაგრამ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გაწყვეტილი ურთიერთობის დამყარებისკენ.

თურქეთს სურს სომხეთთან ურთიერთობების დარეგულირება, ეს ნორმალურია. ერდოღანი არ ყოფილა გენოციდის ორგანიზატორი 106 წლის წინ. მაგრამ ძლიერი უნდა იყო, რომ ბოდიში მოიხადო. ბოდიშის მოხდა ძლიერთა ხვედრია, ის სისუსტეზე არ მიუთითებს“.

ნახეთ მეტი
Back to top button