
ტურიზმის ექსპერტების მოსაზრებების საფუძველზე ჟურნალმა Forbes-მა შეადგინა 17 ყველაზე ლამაზი ქალაქის სია, რომლებიც ზაფხულში უნდა მოინახულოთ,
ჩამონათვალში შედის სომხეთის მეორე ქალაქი, გიუმრი.

„გერმანიიდან საბერძნეთის მიმართულებით საბიუჯეტო ავიაკომპანიების ახალი რეისების დანიშვნით გიუმრი ყურადღების ცენტრში მოექცა, ის უკვე აღარ ასოცირდება მხოლოდ 1988 წლის სპიტაკის მიწისძვრით.
„ზაფხული ფანტასტიკური დროა გიუმრის მოსანახულებლად, – წერს ჟურნალი. ქალაქში არის თანამედროვე კაფეები, თემატური მაღაზიები, უნიკალური კულტურული ადგილები და რაც მთავარია, აქ ცხოვრობს ყველაზე იუმორისტული ხალხი“.

Forbes გირჩევთ, გასინჯოთ ყველი, ჩაი, ეწვიოთ თოჯინების თეატრს გიუმრიში, ასევე შეიძინოთ ადგილობრივების მიერ გაკეთებული სუვენირები HayAr საიუველირო მაღაზიიდან, სადაც ყველა აქსესუარი მზადდება არტაკ თადევოსიანის მიერ.
გიუმრი სიდიდით მეორე ქალაქია სომხეთში.

ის მდებარეობს ერევნიდან 126 კილომეტრში, შირაკის პლატოს ცენტრალურ ნაწილში, ვაკეზე, ზღვის დონიდან 1550 მეტრზე, სომხეთის ჩრდილო – დასავლეთით, მდინარე ახურიანის მარცხენა სანაპიროზე.

გიუმრის ჰაერი გამამხნევებელი და ჯანსაღია, მცენარეულობა არის სტეპი, მდინარის ხეობებში იზრდება აკაცია, ნეკერჩხალი, წიფელა, რცხილა და სხვა სახეობები.