სპორტი
სომხეთის ფეხბურთის ფედერაციამ გააგრძელა კონტრაქტი ხოაკინ კაპაროსთან

სომხეთის ფეხბურთის ფედერაციამ 2022 წლის ბოლომდე გააგრძელა კონტრაქტი სომხეთის ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელ ხოაკინ კაპაროსთან, იტყობინება FFA პრესსამსახური. კაპაროსი გუნდს სათავეში უდგას 2020 წლის მარტიდან.
ესპანელი სპეციალისტის ხელმძღვანელობით ჩვენმა ნაკრებმა 11 თამაშიდან 6 მოიგო, 3 ფრედ დაასრულა და 2 მარცხი განიცადა.