მთავარიპოლიტიკა

ნიკოლ ფაშინიანმა ირაკლი ღარიბაშვილს მისალოცი გაუგზავნა

სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ნიკოლ ფაშინიანმა დაბადების დღე მიულოცა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს. ამის შესახებ გვაცნობეს სომხეთის პრემიერ მინისტრის აპარატის ინფორმაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტიდან.

შეტყობინებაში ნათქვამია:

“თქვენო აღმატებულებავ,

გთხოვთ, მიიღოთ ჩემი ყველაზე თბილი მილოცვა  დაბადების დღესთან დაკავშირებით, გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას და წარმატებებს თქვენს საქმიანობაში.

ჩვენს ხალხებს აკავშირებს მრავალსაუკუნოვანი ისტორია, დიალოგი საუკუნეთა სიღრმიდან, რომელიც განსაზღვრავს ჩვენს ორ მეგობარ ხალხს შორის სამომავლო თანამშრომლობის ხედვას.

მე ძალიან ვაფასებ ჩვენს თანამშრომლობას და ურთიერთგაგებას და დარწმუნებული ვარ, რომ  ყოველდღიური შრომა შედეგს გამოიღებს და მეგობრულ ურთიერთობებს ახალ სიმაღლეებზე აიყვანს.

თქვენო აღმატებულებავ, მიიღეთ  ჩემი საუკეთესო სურვილები და თქვენდამი პატივისცემა“.   

ნახეთ მეტი
Back to top button