
თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ვაღარშაკ ჰარუთიუნიანი ეწვია რამდენიმე სამხედრო-სამრეწველო კომპანიას, რომლებიც სომხეთის რესპუბლიკაში უპილოტო საჰაერო აპარატების და რადიო-ელექტრონული მოწყობილობების წარმოებას ეწევიან. ინფორმაციას გვაწვდის სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური.

მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა დაათვალიერა საწარმოო სამქროები, გაეცნო კომპანიების საქმიანობას, განხორციელებულ პროექტებსა და სამომავლო პროგრამებს.
ვაღარშაკ ჰარუთიუნიანს გააცნეს კომპანიების პროდუქტები, კერძოდ, თანამედროვე უპილოტო საფრენი აპარატების ნიმუშები. ვიზიტის დროს განიხილეს სამხედრო მრეწველობის განვითარების ძირითადი მიმართულებები.

ვაღარშაკ ჰარუთიანიანმა კმაყოფილებით აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდში გაძლიერდა სამხედრო-სამრეწველო კომპანიების საქმიანობა. თავდაცვის მინისტრმა ხაზი გაუსვა სახელმწიფო და კერძო სექტორების თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობას.