საერთაშორისო

თურქები ბაქოში, აზერბაიჯანელები კონიაში. თურქეთ-აზერბაიჯანის ერთობლივი სამხედრო წვრთნები დაიწყო

ბაქოში დაიწყო თურქეთ-აზერბაიჯანის ერთობლივი სამხედრო წვრთნები სახელწოდებით “მუსტაფა ქემალ ათათურქი 2021”.

წვრთნები  გაგრძელდება 3 დღის განმავლობაში და დასრულდება 30 ივნისს. სწავლებაში 600-მდე სამხედრო მონაწილეობს. გამოყენებულია ტანკები, საბრძოლო ვერტმფრენები, თვითმფრინავები და სხვა სამხედრო ტექნიკა.

საერთაშორისო ფრენის ტაქტიკური სწავლება “ანატოლიის არწივი 2021” გრძელდება თურქეთის ქალაქ კონიაში, აზერბაიჯანის საჰაერო ძალების მონაწილეობით. ისინი ანადგურებენ პირობითი  მტრის საჰაერო ხომალდს, პირობითი  მტრის სამიზნეებს, ასრულებენ საჰაერო მორიგეობას.

რამდენიმე დღის წინ, 21 ივნისიდან 23 ივნისის ჩათვლით, აზერბაიჯანმა და თურქეთმა გამართეს ტაქტიკური სამხედრო წვრთნები ნახჭევანში. მასში მონაწილეობა მიიღეს ნახიჩევანის გარნიზონის ჯარებმა და თურქეთის შეიარაღებული ძალების მმართველმა ორგანოებმა.

ნახეთ მეტი
Back to top button