მთავარიპოლიტიკა

რუსეთი ბაზარზე თურქულ ,,ბაირაქტარებ”-ის ,,მკვლელს“ წარადგენს

რუსეთი ბაზარზე წარადგენს თურქული “ბაირაქტარის” მკვლელს –  თავდამსხმელ უპილოტო მფრინავ აპარატს “ორიონ-ე”-ს, იტყობინება RIA Novosti თავდაცვის სამრეწველო კომპლექსის წყაროზე მითითებით.

სააგენტოს თანამოსაუბრემ თქვა, რომ უპილოტო მფრინავი აპარატის მომარაგების შესახებ წინადადებები გადაეგზავნა რამდენიმე უცხოელ მომხმარებელს, რომლებიც შეიძლება დაინტერესდნენ ასეთი კლასის დამრტყმელი აპარატებით.

წყაროს თანახმად, რეალური მიწოდება შეიძლება დაიწყოს ამ წლის ბოლოს ან მომავალი წლის დასაწყისში.

წყარო ამბობს, რომ ის გახდება “მკვლელი” იმ კონკურენტებისათვის, როგორიცაა თურქული “ბაირაქტარი”.

“როსობორონექსპორტის” პრესსამსახურში კომენტარი არ გააკეთეს წყაროს მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე.

დამრტყმელი ‘’ორიონ-ე“ აღჭურვილია შეტევითი საავიაციო საშუალებების უნივერსალური კომპლექსით, რომელიც როგორც სტაციონარული, ასევე მოძრავი სახმელეთო სამიზნეების, ჯავშანტექნიკის, მტრის ტრანსპორტის და ცოცხალი ძალის ეფექტურად განადგურების საშუალებას იძლევა. მისი მაქსიმალური საბრძოლო დატვირთვაა 200 კგ.

ნახეთ მეტი
Back to top button