
სომხეთიდან 40 – მდე ადვოკატმა გამოთქვა აზერბაიჯანში გამგზავრების სურვილი სომეხი სამხედრო ტყვეების დასაცავად. სომხეთის რესპუბლიკის ადვოკატთა პალატამ მოაწყო კონსულტაცია აზერბაიჯანში მიმდინარე სასამართლო პროცესებში სომეხი სამხედრო ტყვეების სამართლებრივი დახმარების ეფექტურობის შესახებ, რომელშიც ასევე მონაწილეობდა სომხეთის რესპუბლიკის წარმომადგენელი აუეს- ში ეღიშე კირაკოსიანი.
ადვოკატთა პალატის პრეზიდენტმა არა ზოჰრაბიანმა Aysor.am- ს განუცხადა, რომ ისინი აპირებენ მორიგ შეხვედრას სომხეთის რესპუბლიკის წარმომადგენელთან ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.
„ჩვენ ვაწყობთ შეხვედრას, რათა განვიხილოთ რამდენიმე ორგანიზაციული საკითხი. 40-მდე ადვოკატმა უკვე გამოთქვა ბაქოში წასვლის მზადყოფნა სომხეთის სამხედრო ტყვეებს სამართლებრივი დახმარების გაწევის მიზნით”, – თქვა ზოჰრაბიანმა.
მან აღნიშნა, რომ ისინი განიხილავენ, თუ რა სახის ქმედებები უნდა მოეწყოს, რათა სომეხი სამხედრო ტყვეების ინტერესები ეფექტურად იყოს წარმოდგენილი ევროპულ სასამართლოში.
არაა ზოჰრაბიანის თქმით, ამ საკითხში სახელმწიფოთან თანამშრომლობა აუცილებელი პირობაა.
„ამ საკითხში ვერანაირ წარმატებას ვერ მივაღწევთ სახელმწიფო ორგანოების გარეშე, ამ თვალსაზრისით, ჩვენ ერთად უნდა გადავდგათ ნაბიჯები ერთი მიზნისკენ”, – თქვა მან.
შეკითხვაზე, თუ როგორ უნდა იქნას მოგვარებული სომეხ ადვოკატთა უსაფრთხოების საკითხი ბაქოში ადვოკატთა პალატის პრეზიდენტმა უპასუხა, რომ უსაფრთხოებაზე უნდა იზრუნოს კომპეტენტურმა სახელმწიფო ორგანოებმა და საერთაშორისო სტრუქტურებმა.
ზოჰრაბიანს არ აქვს ინფორმაცია რამდენი სომეხი სამხედრო ტყვეა აზერბაიჯანში, მაგრამ ამბობს, რომ მათ სანდო ადამიანი სჭირდებათ.
”აუცილებელია საუბარი, ლაპარაკი იურიდიული დახმარების შესახებ, ასევე ინფორმაციის მოპოვებაა საჭირო ადგილზე დარღვევების შესახებ, რათა ევროსასამართლოს წარვუდგინოთ საქმის მწარმოებელი ადვოკატები” – განაცხადა პალატის თავმჯდომარემ.
ზოჰრაბიანი იმედოვნებს, რომ ამ თანამშრომლობის შედეგად მათ ექნებათ მკაფიო ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რამდენი სომეხი სამხედრო ტყვეა აზერბაიჯანში.